reportiori.ge - გუჯა შვანგირაძე: „ლაჩრები დღეში ათასჯერ კვდებიან, კეისარი კვდება ერთხელ!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:29
კულტურა
გუჯა შვანგირაძე: „ლაჩრები დღეში ათასჯერ კვდებიან, კეისარი კვდება ერთხელ!“
ავტორი:
20 სექტემბერი, 2015. 21:29


პოეტი გუჯა შვანგირაძე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლის, „კეისარის" შესახებ წერს.


პეტის განცხადებით რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლი „კეისარი" ამ სეზონზე რიგირთ პირველი შემთხვევით როდია...


"გაივლის წლები, და სადღაც შორს, უცხო ქვეყნებში უცხო ენებზე დადგამენ ამ პიესას, და კიდევ ერთხელ მოკლავენ კეისარს.."

ციტირება არაა ზუსტი, ვიფიქრე დავიმახსოვრებ მეთქი, მაგრამ იმდენი რამ აღმოჩნდა დასამახსოვრებელი ,რომ... მიახლოებით, ხო... ამ სიტყვებით მთავრდება რობერტ სტურუას სპექტაკლი "იულიუს კეისარი" რომლითაც 19 სექტემბერს რუსთაველის თეატრის 137 - თეატრალური სეზონი გაიხსნა..

ვფიქრობ, ბატონმა რობერტ სტურუამ ტყუილად არ ისურვა, რომ ეს სპექტაკლი რიგით პირველი ყოფილიყო ამ სეზონზე...

ნუ ეხლა, "დაგადკებს" შევეშვა სჯობია და სჯობია რაც "დევს ხელისგულზე" ის რომ აღვიშნო... შეიძლება ითქვას, რომ ალეგორიებით და მეტაფორებით გავსებულ სპექტაკლში ზემოთ მოყვანილი ფრაზა, რათქმაუნდა ტირანიაზე კიდევ ერთხელ საუბარს ნიშნავს და ნიშნავს იმას, რომ ასეთი სპექტაკლებით იმ უცხო ქვეყანაშიც დაამარცხებენ ტირანიას..

ნიშნავს იმასაც , თუ რა ძნელია შეინარჩუნო გამარჯვება გამარჯვების შემდეგ ,- და რომ ეს გზა ყველა ხელისუფალისთვის აუცილებლად გასავლელი გზაა...

მაგრამ სპექტაკლში კიდევ ერთი ხაზია წინ წამოწეული, მთავარი ხაზის პარალელურად...

ძნელია, ძნელია კი არადა პიროვნული ტრაგედიაა საზოგადოების თავისუფლება არჩიო უახლოეს ადამიანს... ძნელია, მაგრამ პრინციპების დათმობა უფრო ძნელია...

ამ მეორე მთავარი ხაზის გატარებით სპექტაკლში განსხვავებული დატვირთვა მიეცა ბრუტუსის სახეს.. (ბესო ზანგური )..

და შეიძლება თამამად ითქვას, ნუ.. მე ასე მომეჩვენა, რომ სტურუასეული ხედვით, ამ სპექტაკლში ბრუტუსი უფრო მეტად არის მთავარი პერსონაჟი ვიდრე იულიუს კეისარი(დავით უფლისაშვილი)..

"შეხედეთ ერთი რას დაესგავსა საბრალო რომი"..."მე მირჩევნია სადღაც სოფელში გადავიხვეწო , ვიდრე დამონებულ რომს დავემონო,".."მიყვარდი კეისარო, მაგრამ რომი უფრო მიყვარს".. ბესო ზანგურის გმირის ეს ფრაზები რეფრენად კი მიყვება მთელ სპექტაკლს, ..მაგრამ ბოლშევიკური მოძახილი - "გავწირავ დედას, გავწირავ მამას, რევოლუცია მიბრძანებს ამას" - ,ნაღდად არაა. შეგნებიდან მოდის და იმ მებრძოლი სულის მატარებელის მახასიათებელია, რომელიც შინაგანი ომის მერე მზად არის, პირად გრძნობებს პიროვნული თავისუფლებიდან გამომდინარე საზოგადოების თავისუფლება არჩიოს..

ერთი დეტალიცაა , რომელიც აძლიერებს ამ დასკვნის ლოგიკურობას..

გადაწყვეტილების საბოლოო მიღებამდე გმირი ჩვილ ბავშვთან არის..

დეტალით მინიშნებაა, რომ მომავალი თავისუფლებაში უნდა გაიზარდოს..

კიდევ ბევრ რამეზე შეიძლება ლაპარაკი, მსახიობთა დასის არაჩვეულებრივი თამაში ხო ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ სჯობია თქვენ თვითონ ნახოთ,..ნახეთ, მააგრად ისიამოვნებთ..

და კიდევ ერთი..რაც სპექტაკლმა თქვა..

"ლაჩრები დღეში ათასჯერ კვდებიან, კეისარი კვდება ერთხელ !"- აღნიშნავს გუჯა შვანგირაძე.

 



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016