სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვარი აკურთხა.
ჯვრის კურთხევამდე პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა.
"მოწმენი ვართ, რომ ღვთისმშობელი, რომელიც სრულიად საქართველოს პატრონია, არ ტოვებს თავის მამულს და წილხვედრ ქვეყანას და ამისთვის ჩვენ დიდებას და მადლობას ვუძღვნით", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლთან ერთად ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე..." წარმოთქვა. პატრიარქმა პარაკლისი აღასრულა, რის შემდეგაც ჯვრის კურთხევის ცერემონია დაიწყო. ჯვრის კურთხევის ცერემონიის დასრულების შემდეგ მრევლს ჯვარზე მთხვევის საშუალება მიეცა. მომლოცველებს ღვითისმშობლის ხატებს ჩუქნიან. პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, რომ ღვთიმსშობლის ხატის უკანა გვერდზე დაწერილი ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე..." წაიკითხონ.
ჯვრის კურთხევას თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დაესწრნენ.