reportiori.ge - ჟურნალისტებისთვის ნარდში მედიატურნირი გამართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:53
მედია
ჟურნალისტებისთვის ნარდში მედიატურნირი გამართა
ავტორი:
21 სექტემბერი, 2015. 14:30


კაფე „აკადემიაში"ჟურნალისტებისთვის ნარდში მედიატურნირი გამართა. ორგანიზება კომპანია „კრისტალბეთმა" გაუწია.



თითო მედიასაშუალებიდან გუნდის სახით წარმოდგენილი იყო სამი თანამშრომელი.



21 კომპანიის 64  ჟურნალისტი 1/32 ფინალიდან ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრა ერთმანეთს. ტურნირის საპრიზო ფონდი 3000 ლარი გახლდათ.



გათამაშების გამარჯვებული ტელეკომპანია „მაესტრო" და მისი წარმომადგენელი ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გახდა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში გაზეთ „მესენჯერის" რედაქტორი ზაზა გაჩეჩილაძე დაამარცხა და პირველი ადგილი მოიპოვა.



შესაბამისად, მას საპრიზო ფონდის ყველაზე სოლიდური წილი - 1700 ლარი გადაეცა, ხოლო მეორეადგილოსანს 800 ლარი ერგო.


გაიმართა მესამე ადგილისათვის ორთაბრძოლაც, ნახევარფინალში დამარცხებულ წყვილს შორის, რომელშიც სააგენტო „fact2.ge"-ის გუნდის წევრმა კახა დარბაიძემ „პირველი არხის" ჟურნალისტი ლევან ღუდუშაური დაამარცხა და 500 ლარი მიიღო.


პრიზი ერგო ტურნირის საუკეთესო მანიდილოსან მოთამაშესაც. „აფხაზეთის ხმის" ჟურნალისტი ნინო ნუცუბიძე, გამორჩეული ასპარეზობისთვის ლოპოტაზე ორკაციანი საგზურით დასაჩუქრდა.


გარდა ამისა ყველა მონაწილეს „კრისტალბეთის" ანგარიშზე საჩუქრად დაერიცხა 50 ლარი. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016