reportiori.ge - 26 სექტემბერს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში რეჟისორის ბიუსტი გაიხსნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:51
კულტურა
26 სექტემბერს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში რეჟისორის ბიუსტი გაიხსნება
ავტორი:
25 სექტემბერი, 2015. 16:27


26 სექტემბერს, 17:00 საათზე, ელბაქიძის ქუჩის დასაწყისში, (საათების მოედანთან) რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში მისი ბიუსტი გახსნება. აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია.


როგორც მსახიობი „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს, მას შემდეგ რაც გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტის სკვერში დადგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერდა, პროექტის ხელმძღვანელების მიმართ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი გაჩნდა. ედმონდ მინაშვილი განმარტავს, რომ საზოგადოებას არ გააჩნდა სწორი ინფორმაცია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით:


„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე. საზოგადოებისთვის გაურკვეველი იყო, თუ სად გაქრა მარი ბროსეს ძეგლი, რომელიც იდგა იმ ადგილზე, სადაც ახლა იხსნება გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი. მარი ბროსეს ძეგლი, რომელიც ამ სკვერში იდგა, დაახლოებით 20 წლის წინ მოიპარეს. სკვერი არ ატარებდა მარი ბროსეს სახელს, რამდენიმე წლის წინ ქალაქ თბილისის საკრებულოს დადგენილებით, სკვერს მიენიჭა გიგა ლორთქიფანიძის სახელი და გადაწყდა, რომ რეჟისორის ბიუსტი აღმართულიყო.

 

გიგა ლორთქიფანიძის გარდაცვალების შემდეგ, მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა შექმნა რეჟისორის ბიუსტი და უსასყიდლოდ გადასცა ოჯახს.  ოჯახმა მიმართა ქალაქ თბილისის მერიას, რომ ბიუსტი გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში ყოფილიყო. პროექტის განხორციელებაც ქალაქ თბილისის მერიამ დაიწყო და სისრულეში მოიყვანა.

 

პარალელურად, მერიის სამსახურების მიერ დაწყებულია მუშაობა მარი ბროსეს ძეგლის აღდგენაზე. მერიის სამსახურმა მარი ბროსეს მემკვიდრეებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში მარი ბროსეს ბიუსტი აღდგება და დაიდგმება დედაქალაქში, ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილზე, რადგან, მარი ბროსე ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

 

რაც შეეხენა გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტის გახსნას, მადლობელი ვარ, რომ მომიწია მუშაობა ამ პროექტზე და თავს ვალდებულად ვგრძნობდი დაწყებული საქმე კეთილად დაგვესრულებინა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბატონ გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად რამოდენიმეჯერ მომიწია მუშაობა. პროექტ "შინდისის გმირებში", რომელიც წლების წინ დავიწყე და დღეს უკვე დასრულებულია, დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ გიგა ლორთქიფანიძეს. ამისთვის მადლობელი ვარ. 

 

მადლობას ვუხდი ქალაქ თბილისის მერიას, კერძოდ ბატონ დავით ნარმანიას და მერიის ყველა სამსახურს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებასა და დასრულებაში.

 

ასევე, დიდი მადლობა ლეგენდარულ მოქანდაკეს, ბიუსტის ავტორს-ზურაბ წერეთელს. მან აბსოლუტურად უანგაროდ, ქალაქს და ოჯახს საჩუქრად გადასცა ეს ნამუშევარი. ბატონი ზურაბ ამ დროისთვის ამერიკაში იმყოფება და 26 სექტემბერს ის დაესწრება ძეგლის გახსნას", - აცხადებს ედმონდ მინაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას.



ედმონდ მინაშვილის ინფორმაციით, გიგა ლორთქიფანიძის ძეგლის გახსნას დაესწრება თბილისის მერი-დავით ნარმანია, ასევე მთავრობის წარმომადგენლები, გიგა ლორთქიფანიძის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები.




 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016