ცნობილმა ინტერნეტ გამოცემამ Bleacherreport-მა, კახა კალაძე ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მცველად დაასახელა.
გამოცემამ ზამთარში განხორციელებული ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სიმბოლურ ნაკრებიც შეადგინა.
აღნიშნულ სიაში ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, ვიცე-პრემიერი, ენერკეტიკის მინისტრი კახა კალაძე მოხვდა. კალაძე 2001 წელს მილანმა, კიევის დინამოდან ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შეიძინა და მასში 11 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადა. აღნიშნული ტრანსფერით კალაძე ზამთრის სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
ზამთრის სატრანსფერო სეზონის ძვირადღიებული ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:
მეკარე: შეი გივენი; მცველები: კახა კალაძე, დავიდ ლუიზი, ხავიერ მასკერანო; ნახევარმცველები: ნემანია მატიჩი, ლუკას მოურა, ვილიანი, ხუან მატა; თავდამსხმელები: ვილფრიდ ბონი, ლუის სუარესი, ფერნანდო ტორესი.