სპორტი
ვებ-გვერდმა Planet Rugby მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მორაგბე შეიყვანა
21 სექტემბერი, 2015. 23:55
ვებ-გვერდმა Planet Rugby მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მორაგბე შეიყვანა. Planet Rugby - მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ვებ გვერდია, რომელიც სარაგბო სიახლეებზე წერს.
ვებ-გვერდმა სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ვასილ ლობჟანიძე, პირველი ნომერი მიხეილ ნარიაშვილი და საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრების გარდა მხოლოდ ირლანდიის ნაკრებიდან მოხვდა სამი მორაგბე.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი თამაში ტონგასთან გამართა და 17:10 დაამარცხა.
მომდევნო შეხვედრას მილტონ ჰეიგის გუნდი ინგლისში, 25 სექტემბერს, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19