მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ სხვის საკუთრებაში არსებული 0.25 ჰა რქაწითელის ჯიშის ვაზი გაჩეხა.
არსებული ინფორმაციით, გრიშენკოს დედა კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიშენკოს დედა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია და ვენახის გაჩეხა აჟიოტაჟის გამოწვევას ემსახურება.
გელა გრიშენკოს დედა ნუნუ გრიშენკო აქტიურად მონაწილეობდა კახეთში გამართულ საპროტესტო აქციებში. ის ასევე პარლამენტში, გურჯაანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ საკომიტეტო მოსმენაზე და მონაწილეობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში", რომელიც კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეძღვნებოდა.