reportiori.ge - „ტერიტორია, სადაც გაჩეხილი ვაზი აჩვენეს, გრიშენკოს არ ეკუთვნოდა და მის მფლობელს ვაზის გამოხშირვა სურდა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:51
რეგიონები
„ტერიტორია, სადაც გაჩეხილი ვაზი აჩვენეს, გრიშენკოს არ ეკუთვნოდა და მის მფლობელს ვაზის გამოხშირვა სურდა“
ავტორი:
22 სექტემბერი, 2015. 19:13


კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი მევენახე გელა გრიშენკოს მიერ ვაზის გაჩეხვას პოლიტიზირებულ პროცესს უწოდებსგელა გრიშენკოს აქვს 75 მეასედი ვაზი და მან ტელევიზიების საკეკლუცოდ მხოლოდ 20 ძირი ვაზი მოჭრა, განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა


"
მას ამავე დროს აქვს ახალი გაშენებული ვაზი, დაახლოებით 2 ან 3 წლის, როგორც ადგილზე სოფლის რწმუნებულიც მეუბნება, მას სურდა ვაზის გამოხშირვა. ამასთან ერთად აღსანიშნავია ის, რომ გელა გრიშენკო და დედამისი ნუნუ გრიშენკო ამ აქციების დროს გვერდიდან არ მოშორებიან "ნაციონალურ მოძრაობას" და ბატონ ღვინიაშვილს. ნუნუ გრიშენკო ჰყავდა ღვინიაშვილს წაყვანილი პარლამენტის ცნობილ სხდომაზე, როგორც მათი დიდი ქომაგი და მხარდამჭერი. ასე რომ, ეს პროცესი იყო პოლიტიზირებული", - განაცხადა შიოლაშვილმა

 


მისივე თქმით, ტერიტორია, სადაც გაჩეხილი ვაზი იყო, არ ეკუთვნოდა გელა გრიშენკოს.

 

"ტერიტორია გვაჩვენეს, სადაც იყო ვაზი გაჩეხილი. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის ამ ადამიანს, ეს ეკუთვნის დომენჭაშვილ გოდერძის, რომელსაც 25 მეასედი ვაზი ჰქონდა ადრეული ჯიშის. მან ეს ადრეული ჯიში ადრევე დაკრიფა და იმ ადგილზე ბატონ გოდერძის რქაწითელის ჩაყრა სურდა და ამისათვის გადაჭრა ეს ძველი ვაზი. სამწუხაროდ, ტელევიზიებმა ჩვენ, როგორც მაყურებელს და მსმენელს შემოგვატყუეს ისე, თითქოს ეს ვაზი იყო დღეს გაჩეხილი და ეს ვაზი იყო გაჩეხილი იმისთვის, რომ აღარ სურდა ვინმეს ვაზი. ეს არის ცალსახა პროვოკაცია. ეს არის დადგმული სპექტაკლი", - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა

 

 

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016