reportiori.ge - ფედერაცია რაჭაშიც ჩაიჭრა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:36
სპორტი
ფედერაცია რაჭაშიც ჩაიჭრა!
ავტორი:
22 სექტემბერი, 2015. 19:44


სკანდალი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ისეთი სინონიმები გახდნენ, რომ უკვე დაუჯერებელიცაა, რამე სუფთად და პატიოსნად გაკეთდეს.


დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კიდევ ერთი საჩივარი შევიდა - უფრო ზუსტად, წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი გია გილიგაშვილი, გაგიკვირდებათ და, დარღვევით წარადგინეს.


წერილს რეგიონული ფედერაციის აღმასკომის 4 წევრი აწერს ხელს და ადასტურებს, რომ მსგავს სხდომაზე, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე წარსადგენ დელეგატს ირჩევდნენ, ისინი არავის მიუწვევია. რეგიონული ფედერაციის აღმასკომში სულ 7 წევრია და ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ ქვორუმი ვერანაირად ვერ შედგებოდა.


ინფორმაციის გადასამოწმებლად განცხადებაში მითითებულ ერთ-ერთ პირს, ზურაბ ლიპარტელიანს დავუკავშირდით და მანაც ყველაფერი დაგვიდასტურა:


„არ ვიცი, საიდან მოიპოვეთ ეს ინფორმაცია, თუმცა დამალვას აზრი აღარ აქვს. ეს ყველაფერი სიმართლეა. აღმასკომის სხდომას შვიდიდან ოთხი წევრი არ დავსწრებივართ და, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, როგორ აირჩიეს დელეგატი. ხმაურის ატეხვას არ ვაპირებთ, ფედერაციას მშვიდად მივწერეთ წერილი და ვითარებაში გარკვევა ვთხოვეთ, მაგრამ თუ ბოლოდროინდელი ამბების მსგავსად ამის ჩაფარცხვასაც მოინდომებენ, მაშინ აღარ გავჩუმდებით. არ მესმის, რატომ არ შეიძლება გავაკეთოთ ყველაფერი კანონიერად. იქნებ, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ბატონ გილიგაშვილთან, მაგრამ რატომ ასე გვერდის ავლით და ჩუმად? აირჩიონ დელეგატად სამართლიან გარემოში და, კი ბატონო, რაღა გვექნება სათქმელი?!"


აქვე იმ წერილის ასლს გთავაზობთ, რომელიც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრებმა თბილისში გამოგზავნეს და ინფორმაციის გასამყარებლად, საჯარო რეესტრიდან ამოღებულ ამონაწერსაც ზედ ვურთავთ. (დანართი)


ვფიქრობთ, უკვე ნათელია, თუ რა ხერხებით იბრძვის თბილი სკამების შესანარჩუნებლად სფფ-ის მოქმედი ხელმძღვანელობა...

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016