reportiori.ge - კახელი გრიშენკო ტყუილში ამხილეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:18
რეგიონები
კახელი გრიშენკო ტყუილში ამხილეს
ავტორი:
23 სექტემბერი, 2015. 10:46


კახეთში მცხოვრები გელა გრიშენკო ირწმუნებოდა, რომ ყურძნის დაბალი ფასის გამო ვაზის გაჩეხა გადაწყვიტა. მას შემდეგ რაც საკითხით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა, ბევრი სხვა საინტერესო დეტალი გამოიკვეთა.


კახეთის გუბერნატორი მევენახის მიერ ვაზის გაჩეხას პოლიტიზირებულ პროცესს უწოდებს. ირაკლი შიოლაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში გელა გრიშენკოს ვენახი პირადად მოინახულა. შიოლაშვილის ინფორმაციით, კახელმა მევენახემ გელა გრიშენკომ შეცდომაში შეიყვანა ჟურნალისტები. გუბერნატორის განცხადებით, ვენახი, რომელიც კამერების წინ აჩეხა, მისი საკუთრება არ არის და ის იმავე სოფლის მკვიდრს გოდერძი დოლენჯაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ძველი ვენახი ახალი ვაზის გაშენების მიზნით რამდენიმე დღის წინ გაჩეხა.


გუბერნატორის ინფორმაციით, გელა გრიშენკოს 75 მეასედზე გაშენებული აქვს ვენახი და მიღებული მოსავალი - 4 ტონა რქაწითელის ჯიშის ყუძენი 18 სექტემბერს ჭანდარის ღვინის ქარხანაში 70 თეთრად ჩააბარა.


აღსანიშნავია, რომ გრიშენკოს დედა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია, ნუნუ გრიშენკო აქტიურად მონაწილეობდა კახეთში გამართულ საპროტესტო აქციებში.


ის ასევე პარლამენტში, გურჯაანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა, ერთ-ერთ საკომიტეტო მოსმენაზე. ის ასევე მონაწილეობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს გადაცემა „არჩევანში", რომელიც კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეძღვნებოდა.



 

 


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016