reportiori.ge - მაკა ასათიანი გია გაჩეჩილაძეს პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:56
მედია
მაკა ასათიანი გია გაჩეჩილაძეს პასუხობს
ავტორი:
23 სექტემბერი, 2015. 16:06


სტუდია „მაესტროს" წილის 25 პროცენტის მფლობელი მაკა ასათიანი კომპანიის მეორე მეწილის გიორგი გაჩეჩილაძის [წილის 25%-ის მფლობელი] განცხადებას პასუხობს.


 

„გიორგი გაჩეჩილაძის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ბრიფინგის შემდეგ იძულებული გავხდი, დამატებით განვმარტო რამდენიმე საკითხი, რაზედაც აქამდე თავს ვიკავებდი.

 

გიორგი გაჩეჩილაძემ დღეს ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და „მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. როგორც გაჩეჩილაძის, ასევე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის კომენტარებიდან ირკვევა, მაკა ასათიანმა პარტნიორებს კრედიტების დაბრუნება მოსთხოვა, რაც ვერ ხერხდება, ამიტომ „მაესტროს" დირექტორმა სასამართლოს მიმართა კომპანიის გაკოტრების და გადახდისუუნარობის სტატუსის მისანიჭებლად. გაჩეჩილაძე ამის წინააღმდეგია და კომპანიის მისთვის მართვაში გადაცემას ითხოვს, სამაგიეროდ, დებს პირობას, რომ 10 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას მოიზიდავს კომპანიაში. პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ამ ფულს ინვესტორებისგან მოიტანს, თუმცა, დამატებით დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისი ადვოკატის თქმით კი, თანხის გარანტიას ქართული ბანკიდან წარმოადგენენ:

 

გარდა იმისა, რომ წინადადება ე.წ. რეაბილიტაციის გეგმის შესახებ არაფერს ამბობს, თუ რა ბედი ეწევა ჩემს მიერ კომპანიაში ინვესტირებულ თანხებს, საზოგადოების ყურადღებას განსაკუთრებით გავამახვილებ იმაზე, რომ მხარე ვერ აკონკრეტებს იმ სავარაუდო ინვესტორის ვინაობას, რომლის იმედადაც გვთავაზობს კომპანიის რეაბილიტაციას და 10 მილიონი აშშ დოლარის ჩადებას.


ასეთივე გაურკვეველი იყო ამ „ინვესტორის" ვინაობა ა/წლის სექტემბერში ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზეც. საინტერესოა ისიც, რომ მხარე, რომელიც დღეს გამოდის ემოციური განცხადებებით, წინა პერიოდში აქტიურობდა, დავთანხმებოდით შემოთავაზებას ერთ-ერთი კონკურენტი ტელევიზიის მიერ ტელეკომპანია „მაესტროს" შეძენის შესახებ. ეს გარემოება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე და სხვა პარტნიორებმა, მენეჯმენტთან ერთად, ჩავთვალეთ, რომ ზემოაღნიშნული ბუნდოვანი გეგმა ვერ იქნებოდა კანონით აუცილებელი პროცედურების არდაწყების საფუძველი. ვინაიდან ტელევიზიის დაფინანსების წყარო ძალზე სენსიტიური თემაა და ვერ სახელდება, თუ ვინ დგას ინვესტირების შემოთავაზების უკან, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს „ტელემაესტროს", როგორც რეალურად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლების მცდელობას.

 

ეს საკითხი ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას წლების განმავლობაში როგორც მე, ასევე სხვა პარტნიორები და „მაესტროს" მთელი კოლექტივი უდიდესი ძალისხმევით ვინარჩუნებდით. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით ვარწმუნებ „მაესტროს" კოლექტივს და საზოგადოებას, რომ როგორც ფინანსურად, ასევე სამართლებრივად ვიდგები ტელეკომპანია „მაესტროს" დამოუკიდებლობის სადარაჯოზე. გპირდებით, რომ „მაესტროს" თითოეულ თანამშრომელთან ერთად, კანონით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, ჩვენს მიერ დაწყებული ნამდვილად ობიექტური და დამოუკიდებელი ტელევიზიის მშენებლობას, რომელიც ესოდენ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", - ნათქვამია ასათიანის განცხადებაში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016