reportiori.ge - სოფელ შინდისში დაღუპული 17 გმირის სახელზე აგებულ ტაძარში პატრიარქი ჩაბრძანდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:32
რეგიონები
სოფელ შინდისში დაღუპული 17 გმირის სახელზე აგებულ ტაძარში პატრიარქი ჩაბრძანდა
ავტორი:
23 სექტემბერი, 2015. 17:20


გორის რაიონის სოფელ შინდისში, იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაბრძანდა.



უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  ეკლესია  და ტერიტორია აკურთხა, მან ასევე სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. სიტყვით წარსდგნენ მეუფე ანდრია და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.



ღონისძიებას დაესწრნენ  წმინდა სინოდის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები.



პროექტ „შინდისის გმირების" ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო ფონდ „კალას" დაფინანსებით აშენდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.  

 

 

ედმონდ მინაშვილის ორგანიზებით გადაღებულია დოკუმენტური ფილმი - „შინდისის გმირები". 17 გმირის სახელზე დაწყებულია ბრინჯაოს მონუმენტის აგება.



აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი და რეჟისორი პროექტ „შინდისის გმირების" ავტორი, მსახიობი ედმონდ მინაშვილია, რომელმაც საზოგადოებას დღეს  კიდევ ერთხელ მოუთხრო  შინდისის გმირების ისტორია.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016