reportiori.ge - რომან ფიფია ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის შეცვლას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:24
სპორტი
რომან ფიფია ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის შეცვლას ითხოვს
ავტორი:
23 სექტემბერი, 2015. 17:59


ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომაზე, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის დელეგატების საკითხის განხილვა ხმაურიანი გამოდგა.


სხდომა თბილისის „დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ფიფიას განცხადებით, კენჭი ისევ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ დელეგატ გოჩა ტყებუჩავას ეყარა. ფიფიას თქმით, ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ჩანს.

 

ამ უკანონობის „გაპრავებას" ხელს ვერ მოვაწერ. ისევ ტყებუჩავა წარადგინეს, კენჭი უყარეს და ახლა ამაზე მიდის მსჯელობა. იქ იყო მოწვეული ასევე იურისტი, რომელმაც განმარტა, რომ კახა ებრალიძეს აქვს უფლება, პირდაპირ წარადგინოს დელეგატი. მე ვიცი, რომ ამის უფლება მას კანონით არ აქვს. ამდენი ხანია ხალხი ებრალიძეს დასდევს და ვერ ნახეს. ამ სიტუაციაში არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა, ეს არის უკანონბის დაკანონება და ეს არის ახლოს სისხლის სამართალთან", - განაცხადა ფიფიამ.


კითხვაზე, განიხილა თუ არა აღმასკომმა რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციის აღმასკომის 4 წევრის განცხადება, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ როდის ტარდებოდა აღმასკომის სხდომა, ფიფიამ განაცხადა, რომ ის ამ საკითხის განხილვას არ დაესწრო.


მე არ დავრჩი რაჭა-ლეჩხუმის თემაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ისევ ეს თემა იქნება. როგორც ვიცი, არასამთავრობოები პროკურატურაში ამ საკითხზე განცხადების შეტანას აპირებენ. კარგი იქნებოდა, ზვიად სიჭინავას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დასახელების პარალელურად, აღმასკომის არჩევნების თარიღიც დაენიშნა. ყველა ადამიანმა თავის ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს. ეს ვუთხარი დღეს მე ჩემკოლეგებს", - განაცხადა ფიფიამ.


მისი თქმით, აუცილებელია, ჩატარდეს აღმასკომის არჩევნები. ასევე, უნდა იქნას განხილული ძველი 4 წელი, თუ რა პირობებში იღებდა გადაწყვეტილებებს აღმასკომი, ასევე ახალი ბიუჯეტის თემაც და ა.შ.


ფიფიას თქმით, აღმასკომის სხდომაში მონაწილეობას ის მხოლოდ ახალი აღმასკომის არჩევის შემდეგ მიიღებს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016