საშეჯიბრო განყოფილების უფროსის დიმიტრი ბოკერიას რაჭა-ლეჩხუმის დელეგატთან დაკავშირებით რეგიონული ფედერაციის გამგეობის წევრებს აინტერესებთ, თუ როგორ მოხდა მათი დელეგატის წარდგენა.
ბოკერიას თქმით, აღმასკომის სხდომაზე რაჭა-ლეჩხუმიდან აღნიშნული მოთხოვნა შემოვიდა.
"აღმასკომზე რაჭა-ლეჩხუმიდან შემოვიდა მოთხოვნა, რომ რამდენიმე გამგეობის წევრს აინტერესებდათ, როგორ მოხდა მათი რეგიონული ფედერაცის დელეგატის წარმოდგენა. ამ დოკუმენტაციას ითხოვდნენ. ამ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის ფეხბურთის ფედერაციამ მოითხოვა 10 დღიანი ვადა დ აუცილებალდ დაუკმაყოფილებს მოთხოვნას. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით გურიის დელეგატისა, რომლის ირგვლივ რამდენიმე დღეა განხილვები არ ცხრება, რაჭა-ლეჩხუმის დელეგატი წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, რომელსაც გამგეობის სხდომის ოქმი აქვს დართული. მე არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, იცოდნენ თუ არა რაჭა-ლეჩხუმის გამგეობის წევრებმა იმის თაობზე, როდის იყო ჩანიშნული აღმასკომის სხდომა. რაც პირადი საუბრიდან ვიცი რაჭა-ლეჩხუმის პრეზიდენტისგან, არის ის რომ იცოდნენ. მერე არ ვიცი ზეწოლის შედეგად ცვლიან ჩვენებას, თუ რა ხდება შემდეგ რეგიონულ ფედერაციებში", - განუცხადა ბოკერიამ "პირWელს" აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება "საქართველოს სპორტის საზოგადოების" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი ცობეხიას ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონულ ფედერაციებში დელეგატების არჩევა დარღვევების ფონზე მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ისინი პროკურატურაში საქმის აღძვრას აპირებენ, ბოკერია აცხადებს, რომ არ იცნობს არც ცობეხიას, არც განცხადება მოუსმენია და პოზიციას ვერ დააფიქსირებს ამასთან დაკავშირებით.