reportiori.ge - ვანო მერაბიშვილი: არ მაქვს საშუალება პირადი წერილი მივწერო მეუღლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 20:31
პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი: არ მაქვს საშუალება პირადი წერილი მივწერო მეუღლეს
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 14:16

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ.„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა უცხოურ დელეგაციებთან ოფიციალურ თუ არაოფიციალურ გარემოში შეხვედრებზე საუბრის დროს, არაერთხელ დადეს პირობა სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ჩემთვის ოჯახის წევრებთან შეხვედრის და მათთან სატელეფონო საუბრის უფლების მოცემაზე, მე დღემდე არ მეძლევა აღნიშნული უფლებით სარგებლობის საშუალება.

უფრო მეტიც, არ მაქვს საშუალება პირადი წერილი მივწერო ჩემს მშობლებს ან მეუღლეს. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ მე ოჯახთან შეხვედრას თუ ტელეფონით საუბარს კანონმდებლობა მიკრძალავს. კანონის მიხედვით პროკურატურას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ან ციხის ადმინისტრაციას შეუძლია დამრთოს ნება ვისარგებლო აღნიშნული უფლებებით. თუმცა, მიუხედავად ჩემი ადვოკატების არაერთი მიმართვისა, აღნიშნული უწყებები თავს იკავებენ პასუხის გაცემისგან. მიმაჩნია, რომ მსგავსი ქმედება წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან მათი ოპონენტების და ზოგადად პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ცინიკური დამოკიდებულების მორიგ გამოვლინებას", - წერს მერაბიშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016