კულტურა
პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე - „ბაში -აჩუკი“ 3D-ში
24 სექტემბერი, 2015. 13:13
აკაკი წერეთლის 175 წლისთავს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი 27 სექტემბერს „ბაში -აჩუკის" პრემიერას უძღვნის.
აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით სათავგადასავლო-ისტორიული ჟანრის სპექტაკლს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი დგამს.
ინსცენირების ავტორები არიან მანანა გეგეჭკორი და დიმიტრი ხვთისიაშვილი.
სპეციალურად „ბაში-აჩუკისთვის" ორიგინალური მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ. 3D ტექნოლოგია და კოსტიუმები დავით მაჭავარიანს და „კაკადუ სტუდიას"ეკუთვნის, ქორეოგრაფიაზე იმუშავეს ილიკო სუხიშვილმა და „სუხიშვილების სტუდიამ".
დადგმა განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50