სოფელ დვანიდან გატაცებული 13 წლის ტატო მამაგულიშვილი გათავისუფლებულია. ინფორმაცია ამის შესახებ „რეპორტიორს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.
დაკავებული არასრულწლოვანის გათავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით მოხდა.
"ეს იყო უკანონო დაკავების კიდევ ერთი ფაქტი. ჩვენს მიერ დაუყონებლივ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი და ჩვენი აქტიური ძალისხმევის შედეგად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით არასრულწლოვანი იქნა გათავისუფლებული", -აღნიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მათი თქმით სამსახურმა შესაბამისი ზომები გაატარა და გატაცებული არასრულწლოვანის გათავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მოხდა.
დღეს სოფელ დვანიდან ერთი ოჯახის 2 წარმომადგენელი გაიტაცეს, მათ შორის ერთი 13 წლის ბიჭი იყო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაგულაშვილები მდინარე ფსაზე სათევზაოდ იყვნენ წასულები. არსებული ინფორმაციით ისინი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.