reportiori.ge - სოფელ დვანიდან გატაცებული 13 წლის მოზარდი გათავისუფლებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:59
რეგიონები
სოფელ დვანიდან გატაცებული 13 წლის მოზარდი გათავისუფლებულია
ავტორი:
24 სექტემბერი, 2015. 22:51


სოფელ დვანიდან გატაცებული 13 წლის ტატო მამაგულიშვილი გათავისუფლებულია. ინფორმაცია ამის შესახებ „რეპორტიორს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.


დაკავებული არასრულწლოვანის გათავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დახმარებით მოხდა.

"ეს იყო უკანონო დაკავების კიდევ ერთი ფაქტი. ჩვენს მიერ დაუყონებლივ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი და ჩვენი აქტიური ძალისხმევის შედეგად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით არასრულწლოვანი იქნა გათავისუფლებული", -აღნიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.


მათი თქმით სამსახურმა შესაბამისი ზომები გაატარა და გატაცებული არასრულწლოვანის გათავისუფლება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მოხდა.


დღეს სოფელ დვანიდან ერთი ოჯახის 2 წარმომადგენელი გაიტაცეს, მათ შორის ერთი 13 წლის ბიჭი იყო. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაგულაშვილები მდინარე ფსაზე სათევზაოდ იყვნენ წასულები. არსებული ინფორმაციით ისინი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016