reportiori.ge - ზურაბ ტყემალაძე: მცირე მეწარმეებისთვის ახალი სააგენტოს გახსნა იგეგმება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:00
ეკონომიკა
ზურაბ ტყემალაძე: მცირე მეწარმეებისთვის ახალი სააგენტოს გახსნა იგეგმება
06 ნოემბერი, 2013. 13:17

მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ  პროექტზე მუშაობს. ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროს დაემატება ახალი სააგენტო, რომელიც ხელისუფლებას მცირე მეწარმეობის განვითარების გეგმას წარუდგენს.


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას არ აპირებს, მაგრამ აქტიურად მუშაობს დარგის ხელშემწყობ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც ახალი სააგენტოს გახსნა იგეგმება.

 

ახალი სააგენტო, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება. თუმცა სანამ მთავრობა ქმედითი ღონისძიებების გატარებას შეუდგება, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავენ თხოვნით და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვენ. მათი აზრით, დღეს საქართველოში მცირემეწარმეობა უმძიმეს მდგომარეობაშია და არ სარგებლობს არანაირი შეღავათით.

მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ბრუნვის მიხედვით 20 %-ზე ნაკლებია, როცა სხვა ქვეყნებში ანალოგიური მაჩვენებელი გაცილებით დიდია.

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის ანზორ საკანდელიძის ინფორმაციით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, პირველ რიგში, საგადასახადო კოდექსია. მსხვილი და მცირე ბიზნესების ერთნაირი დაბეგვრა ამ უკანასკნელს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.

მისი თქმით, ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესი ერთ-ერთ პრიორიტეტად სახელდებოდა. ამიტომ ისინი ითხოვენ, აღდგეს სტატუს-კვო, რაც მცირე მეწარმეობას 1998 წლამდე ჰქონდა. საკანდელიძის ინფორმაციით, მცირე მეწარმეობის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს სესხებზე ხელმიუწვდომლობაც.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016