28 სექტემბერს, 18:00 საათზე, ქართული ნაციონალური ბალეტს, „სუხიშვილებს" 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ექსკლუზიურად ამ თარიღისადმი ჩამოსხმული ღვინო „ქისი" გადაეცემა.
საღამოს „ღვინო და ხელოვნება" კომპანია „ROYAL WINE" უმასპინძლებს. ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით ტარდება.
აღნიშნულ ღვინოს, „თბილისი 2015" წლის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე , კატეგორიაში „ქვევრის ღვინო"ოქროს მედალი მიენიჭა.
„ROYAL WINE" -ის სპეციალური დაკვეთით, მხოლოდ 70 ბოთლი ღვინო, „სუხიშვილების" იუბილესთან დაკავშირებით ჩამოისხა.
საქართველოს ნაციონალური ბალეტისადმი მიძღვნილ საღამოზე მოეწყობა რამოდენიმე სახის ღვინის დეგუსტაცია და თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს ხელისუფლების, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს, ღვინის კომპანიების, ბიზნეს ასოციაციებისა და სახელოვნებო დარგის წარმომადგენელები.