reportiori.ge - ვაგრძელებთ ბრძოლას „სითი პარკის“ ყაჩაღობის წინააღმდეგ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:51
მთავარი თემა
ვაგრძელებთ ბრძოლას „სითი პარკის“ ყაჩაღობის წინააღმდეგ!
ავტორი:
26 სექტემბერი, 2015. 02:18


„დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:


„მეგობრებო! მე და როინ მიგრიაული ვაგრძელებთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და ვაგრძელებთ ბრძოლას „სითი პარკის" ყაჩაღობის წინააღმდეგ! სამწუხაროდ, ჩვენს პირველ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა 29 მაისს მიიღო და 15 ივნისს ამოქმედდა, რეალური შედეგი არ მოჰყოლია. რადგან: 1. „სითი პარკი" კანონში არსებულ ჩანაწერს „არ აფერხებს მოძრაობას" სათავისოდ კითხულობს და ნებისმიერი ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანისას, ფეხითმოსიარულეთა „მოძრაობის შეფერხებით" ამართლებს. 2. ჩვენთვის გაურკვეველ ვითარებაში მე-2 და მე-3 მოსმენებს შორის კანონში გაჩნდა საეჭვო ჩანაწერი (სავარაუდოდ, „სითი პარკის" ლობირების შედეგად): „სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია", ან „დგომა აკრძალულია" მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს". ეს ჩანაწერი ჩვენს კანონპროექტში არ იყო.

 

ჩვენ შევიმუშავეთ ახალი კანონპროექტი, რის მიხედვითაც:

 

1. ავტომანქანის გადაყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ სატრანსპორტო საშუალება აფერხებს საავტომობილო მოძრაობას, ან ქმნის საცობს. კანონში კონკრეტდება, რომ „საავტომობილო" მოძრაობის და არა ფეხითმოსიარულეთა შეფერხების შემთხვევაში ხდება ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანა.

 

2. კანონიდან ხდება მესამე შემთხვევის ამოღება: „თუ ქმნის საავარიო სიტუაციას", რომლის შემთხვევაშიც „სითი პარკს" ჰქონდა მანქანის ევაკუირების შესაძლებლობა.

 

3. კანონიდან ხდება ჩანაწერის ამოღება: „სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია", ან „დგომა აკრძალულია" მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს".

 

4. კანონს ემატება ჩანაწერი: „დაუშვებელია სპეციალურ დაცულ სადგომზე იმ ავტომანქანის გადაყვანა, რომელიც არღვევს ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია" ან „დგომა აკრძალულია" მოთხოვნას, მაგრამ არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას ან არ ქმნის საცობს".

 

სავარაუდოდ, აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტში კვლავ ზაქარია ქუცნაშვილი იქნება, მას ჩვენი ინიციატივა უკვე შევთავაზეთ", - წერს ზვიად ტომარაძე. 


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016