ბოთლის წყლის შეძენის დროს, ალბათ, მხოლოდ იმას აქცევთ ყურადღებას, რომ წყალს ფსკერზე ნალექი არ ჰქონდეს და, რა თქმა უნდა, წყალი ცივი იყოს. მაგრამ თქვენი ჯანმრთელობის დასაცავადეს საკმარისი არ არის.
დაკვირვებიხართ პლასტმასის ბოთლზე ამოტვიფრულ ნიშნებს? პლასტმასის ბოთლების ეტიკეტზე ყოველთვის არის მინიშნებული, თუ რა ტიპის პლასტიკატისგან არის დამზადებული ბოთლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
PET ან PETE
ეს არის ერთჯერადი ბოთლი, რომელიც მძიმე მეტალებს და ნივთიერებებს გამოჰყოფს, რაც ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე უარყოფითად მოქმედებს.
PET - პლასტმატის ეს სახეობა მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოიყენება. გახსოვდეთ, რომ მისი გამოყენება მხოლოდ ერთჯერადად არის მიზანშეწონილი. თუკი ამ ნიშნით გამოყოფილ ბოთლში წყალს ისევ ჩაასხამთ, თქვენს ორგანიზმში სხვადასხვა მავნე ნვთიერებები და ბაქტერიები მომრავლდება.
HDP ან HDPE
ეს პლასტიკატი კარგი ხარისხისაა და მავნე ნივთიერებას, ფაქტობრივად, არ გამოყოფს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ წყალი სწორედ ამ ნიშნით არსებულ ბოთლებში შეიძინოთ. ეს უსაფრთხოც არის და ეკოლოგიისთვის სასარგებლოც. ამ ტიპის პლასტიკატი მთლიანად გადამუშავდება.
ეს არის პლასტიკატის საკმაოდ მყარი ტიპი, რომელიც ყველაზე ხშირად რძის, სათამაშოების, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების შესანახად გამოიყენება.
PVC ან V
ამ მასალისგან წარმოებული ნივთები, სულ მცირე, ორ საშიშ ნივთიერებას გამოჰყოფს და ორივე ნეგატიურად მოქმედებს ჰორმონალურ ბალანსზე. ეს მსუბუქი პლასტიკატი, ძირითადად, მცენარეული ზეთის და ბავშვების სათამაშოების შესანახად გამოიყენება. მისგან ამზადებენ ბლისტერის შეფუთვებს, პლასტმასის მილებს და დეტალებს სანტექნიკისთვის. გამოიყენება, ასევე, კომპიუტერის კაბელების შესაფუთად. ექსპერტები გირჩევენ, მისი შეძენისგან თავი შეიკავოთ, თუკი მის ალტერნატიულ საშუალებას ნახავთ.
LDPE
ეს მასალა გამოიყენება როგორც ბოთლების, ასევე სხვა პლასტიკური პაკეტების წარმოებისთვის. ის არ გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს წყალში და მას უსაფრთხოდ ინახავს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის უსაფრთხო მხოლოდ წყლისთვის არის. მისგან წარმოებულ შეფუთვებში სხვადასხვა პროდუქტების ყიდვისგან უმჯობესია თავი შეიკავოთ, რადგან მასში მოთავსებულ საკვებთან ერთად თქვენ გულისთვის მავნე შხამ-ქიმიკატებსაც მიირთმევთ.
PP
ეს პლასტიკატი თეთრი ფერის და ნახევრად გამჭვირვალეა. გამოიყენება სიროფისა და იოგურტის შესანახად. პოლიპროპილენი თავისი თერმოსტაბილურობის განსაკუთრებული თვისებით ფასობს. მისი გაცხელების შემთხვევაში მასში მოთავსებული პროდუქტი არ დნება, არც ფუჭდება და ის სავსებით უსაფრთხოა.
PS
მას, ძირითადად, ყავის ჭიქებისა და სწრაფი კვების კონტეინერების მოსამზადებლად იყენებენ, მაგრამ იცოდით, რომ გაცხელების დროს ის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფს? პოლისტიროლი - ეს არის იაფფასიანი, მსუბუქი და საკმაოდ გამძლე პლასტიკატის ტიპი, რომელიც უვარგისია ცხელი კერძებისა და სასმელების შესანახად.
PC ან პლასტმასი სპეციალური ნიშნების გარეშე
ეს პლასტმასის ყველაზე საშიში სახეობაა, რომელიც გამოიყენება როგორც წყლის, ასევე საკვები კონტეინერების შესანახად, რაც ყოვლად დაუშვებელია. ის გამოყოფს ბისფინოლ A-ს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციული, ნერვული და იმუნური სისტემების მუშაობაზე. ამასთანავე, იგი წარმოადგენს კანცეროგენულ ნივთიერებას და იწვევს თავის ტვინის განვითარების პათოლოგიებს.
და ბოლოს, სანამ ნებისმიერი ტიპის პლასტმასის შეფუთვაში სასმელს ან საკვებს შეიძენთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით.
შუშა მაინც გაცილებით უსაფრთხოა.
წყარო: funtime.ge