reportiori.ge - დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:11
რელიგია
დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღე აღინიშნება
ავტორი:
26 სექტემბერი, 2015. 13:07



მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე კახეთის დედოფლის ქეთევანის ხსენების დღეს აღნიშნავს.


წმინდა დედოფალი ქეთევანი აშოთან მუხრან-ბატონის ასული და კახეთის მეფის ალექსანდრეს უფროსი ვაჟის დავითის მეუღლე იყო.  1606 წელს, შაჰ აბას I-მა კახეთის მეფედ  ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზ I დაამტკიცა, მაგრამ რადგან თეიმურაზი ძალიან ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა. 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით განჯაში მძევლად გაგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა ქეთევან დედოფალი.



შაჰ აბასმა ტყვეობაში მყოფ დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო. იმის გამო, რომ მან რჯულის შეცვლაზე უარი განაცხადა, დედოფალი წამებით მოკლეს. შაჰ აბასის ბრძანებით, წმინდა დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს. იგი ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს, თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძვრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს. წმინდა სულმა ნაგვემი სხეული დატოვა, მაგრამ ღმერთმა სასწაული მოავლინა, წმინდანის სხეული ჯალათებმა ნადირთა სათრევად დატოვეს, მის წმინდა ნეშტს კი სამი ნათლის სვეტი დაადგა.



წამების მხილველმა კათოლიკური ორდენის წარმომადგენლებმა, ავგუსტინელებმა, წმინდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს მისი წმინდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ასევე გაგზავნილ იქნა ინდოეთში (გოას დე-გრასის მონასტერში), ვატიკანში (წმინდა პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარში). ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016