reportiori.ge - ხვალ სალიტანიო ანჩისხატი საქართველოს დალოცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:06
რელიგია
ხვალ სალიტანიო ანჩისხატი საქართველოს დალოცავს
ავტორი:
26 სექტემბერი, 2015. 17:39



ხვალ, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, სალიტანიო ანჩისხატი საქართველოს დალოცავს.


ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სალიტანიო ანჩისხატს თვითმფრინავით მცხეთა-თბილისის თავზე ლოცვით შემოატარებენ და აფხაზეთის საზღვარზე წააბრძანებენ.



წმინდა მიწიდან (იერუსალიმიდან) ჩამობრძანებული სალიტანიო ანჩისხატი 27 სექტემბერს (ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს) საქართველოს დალოცავს თვითმფრინავიდან - დილით 09:30 საათისთვის ნატახტარის აეროდრომიდან სალიტანიო ანჩისხატს მცხეთა-თბილისის თავზე, გარეშემო სპეციალური რეისით შემოატარებენ და საქართველოს სიგრძივ გადაფრენის შემდგომ მესტიის აეროპორტში ჩააბრძანებენ.

მესტიის აეროპორტიდან ავტოტრანსპორტით ხატს აფხაზეთის საზღვარზე ჯერ კოდორის ხეობაში მიაბრძანებენ და შემდგომ დაახლოებით 15:00 საათისთვის ენგურის ხიდზე ხატს დახვდებიან ადგილობრივი სასულიერო პირები და მრევლი, სადაც ერთობით აღავლენენ პარაკლისს საქართველოს გამთლიანებისა და ჩვენი ერის კეთილდღეობისათვის", - აცხადებენ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფიდან.



მათი ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი უკვე წლებია დაბრძანდება სრულიად საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ წმინდა ადგილების მოსალოცად - საქადაგო მოწოდებით „სიწმიდეები გვიხმობენ".


წლევანდელი მოლოცვა განსაკუთრებულია იმითაც, რომ სულ ახლახან წმინდა მიწაზე - იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის, ღვთისმშობლის მიძინების, ლოდის წმიდა გიორგის ადგილების მოლოცვის შემდეგ სალიტანიო ანჩისხატი მორწმუნეებმა ისტორიული ანჩის (ტაო-კლარჯეთის) გავლით თბილისში ჩამოაბრძანეს. ამ ანჩისხატობას სალიტანიო ანჩისხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტრადიციულად მოილოცა და ჯგუფის ხელმძღვანელი და მომლოცველები დალოცა", - განმარტავენ ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016