reportiori.ge - ვლადიმირ პუტინმა და ბარაქ ობამამ პირისპირ ისაუბრეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:56
მსოფლიო
ვლადიმირ პუტინმა და ბარაქ ობამამ პირისპირ ისაუბრეს
ავტორი:
29 სექტემბერი, 2015. 10:25


ნიუ-იორკში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. პირველად 2013 წლის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს გაერო-ს შტაბბინაში შეხვდა და პირისპირ ისაუბრეს.



მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მხარეებმა სირიაში არსებული ვითარება, რუსეთის როლი კონფლიქტის დარეგულირებაში, ასევე, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა.



ჩვენ ბევრი საერთო წერტილი გამოვნახეთ, თუმცა, იყო აზრთა სხვაობაც", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.



რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის არმია სირიის კონფლიქტში სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება, თუმცა, „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.



პუტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის, ვაშინგტონთან ურთიერთობა დაალაგოს.



თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბარაქ ობამამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები ე.წ. ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გეგმავენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016