reportiori.ge - რუსეთის პრეზიდენტმა ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:53
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში
ავტორი:
29 სექტემბერი, 2015. 12:04


სააგენტო ТАСС-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტ ჩარლი როუზისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. გადაცემა ტელეკომპანიების CBS და PBS-ის ეთერში გავიდა. პუტინის განცხადებით, რუსეთი ეფექტური, კონკურენტუნარიანი, მდგრადი ეკონომიკის, განვითარებული სოციალური და პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყანა უნდა იყოს და მისი გადაწყვეტილება „ქვეყანასა და მსოფლიოში კონკრეტულ სიტუაციაზე" და მის განწყობაზე იქნება დამოკიდებული.


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებითვე, ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ინტერესები და გავლენა მოახდინოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებზე.


ვლადიმირ პუტინი უკრაინაში არსებულ ვითარებასაც შეეხო. მისი თქმით, მინსკის შეთანხმებების შესრულება აუცილებელია.


რაც შეეხება აშშ-ის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბარაქ ობამასთან კარგი პირადი ურთიერთობა აკავშირებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი - უყვარს კიდეც.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016