29 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი.
ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 52 მლნ ლარს მიაღწია. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
გადამუშავებულია რქაწითელი - 39,5 ათას ტონა, საფერავი - 33,5 ათას ტონა, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი - 17,5 ათასი ტონა, ყვარელი - 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,3 ათას ტონა, ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო - 3,5 ათასი ტონა, ახმეტა - 2,2 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა.
ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 67 კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტსაიტი www.rtveli2015.gov.ge