reportiori.ge - ვინ იყო კრამსკოის „უცნობი“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:41
სხვადასხვა
ვინ იყო კრამსკოის „უცნობი“?
ავტორი:
29 სექტემბერი, 2015. 16:15


XIX საუკუნის რუსი მხატვრის ივან კრამსკოის ერთ-ერთი ცნობილი ნახატია „უცნობი"; ამ სურათზე მრავალი ჭორ-მართალი გავრცელდა, ყველას აინტერესებდა ვინ იყო ნახატზე გამოსახული ქალის პროტოტიპი. თავად ავტორი არაფერს ამბობდა და გამოცანად დაუტოვა შთამომავლობას. ერთნი ფიქრობდნენ, რომ ეს, იმ პერიოდში გამოქვეყნებული რომანის „ანა კარენინას" გავლენით შეიქმნა, მეორენი დოსტოევსკის „იდიოტის" პერსონაჟ ნასტასია ფილიპოვნას ადარებენ; თუმცა, მკვლევართა უმეტესობა ფიქრობს, რომ ნახატს რეალური პროტოტიპი ჰყავდა. არის ვერსია, რომ მხატვარს მისი ქალიშვილი სოფია კრამსკაია პოზირებდა, მოგვიანებით შექმნილი ქალიშვილის პორტრეტში „გოგონა და კატა" მართლაც შეიძლება მსგავსების აღმოჩენა.


არსებობს კიდევ ერთი აზრი, რომელიც ეკუთვნის იგორ ობელენსკის: იგი ამტკიცებს, რომ „უცნობის" პროტოტიპი ქართველი თავადის ასული ბარბალე თურქესტანიშვილია, იმპერატრიცა მარია ფიოდოროვნას ფრეილინა და ალექსანდრე I-ის ფავორიტი, რომელსაც ქალიშვილიც გაუჩინა. გოგონას დაბადების შემდეგ იმპერატორმა დედა-შვილის მიმართ ინტერესი დაკარგა, ხოლო ბარბალემ თავი ჩამოიხრჩო. 1880 წელს კრამსკოის უნახავს პორტრეტი, რომელზეც ქართველი ფრეილინა იმპერატორის ნაჩუქარი კამეით იყო გამოსახული, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ქალის სილამაზესა და ტრაგიკულ ბედს და გადაუწყვეტია მისი პორტრეტი შეექმნა. თუმცა, ყველა ეს ვერსია ვარაუდის დონეზე რჩება, ხოლო „უცნობის" სახელი კი იდუმალებითაა მოცული.


 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016