reportiori.ge - დავით თევზაძე: ავღანეთი ჩვენ არ დაგვიმარცხებია და რატომ ვართ მის ოკუპაციაში ასე ჩართულები, არ ვიცი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:30
ინტერვიუ
დავით თევზაძე: ავღანეთი ჩვენ არ დაგვიმარცხებია და რატომ ვართ მის ოკუპაციაში ასე ჩართულები, არ ვიცი
ავტორი:
29 სექტემბერი, 2015. 18:18


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა „საქართველო მშვიდობისათვის" დამფუძნებელი დავით თევზაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება და 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. რამ გადააწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა, რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ვინ იქნება მის გვერდით პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ თევზაძე „რეპორტიორს" ესაუბრა:

 

- ბატონო დავით, რამ გადაგაწყვეტინათ პოლიტიკაში მოსვლა?


- შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მართვა ეხებათ, ცოტა არასერიოზულად უყურებენ ამ საკითხს. ეს არის ძირითადი განცდა, რომელიც მე მაქვს. შორს არ წავალ დასაბუთებისთვის, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ამ სამი დღის მანძილზე გადაწყვეტილების მიმღები არცერთი პირი სახელმწიფოში არ იმყოფება. პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი სხვა კონტინენტზეა წასული. პრემიერი, გადამწყვეტი პირი აღმსრულებელ ხელისუფლებაში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად წასულია სხვა კონტინენტზე. ორი დღის წინ საქართველოდან გაემგზავრნენ თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი. მე არ ვიცი, ეს კიდევ სად ხდება, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოში დღეს რომ რამე საგანგებო სიტუაცია შეიქმნას, არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ადგილზე მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება და მისი აღსრულება დაიწყოს. ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავი შეიძლება სხვადასხვა სფეროებიდან.

 

- როდის ჩაერთვებით აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში?


- მივიჩნიე, რომ შესაძლოა, სასარგებლო იყოს ის, რაც მე გადავწყვიტე. კონკრეტულად როდის გამოვჩნდები, გაიგებთ ერთი თვის შემდეგ. ერთი თვის შემდეგ გეცოდინებათ, რომ შექმნილია პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ.


- ვინ იქნებიან თქვენი თანამოაზრეები?

 

- ჩემს თანამოაზრეებს ყრილობაზე დაინახავთ, უშუალოდ როცა გავივლით რეგისტრაციას და რეალური პოლიტიკური პარტიის სტატუსს მივიღებთ, ნელ-ნელა თქვენს ცნობიერებაში შემოვლენ ისინიც. 


- იქნებიან თუ არა ცნობილი სახეები თქვენს გვერდით?


- კარგია, როცა სახეებია და ვიღაცასთან გაკავშირებენ. ცუდია, როცა გაიგივებენ იმ ვიღაცასთან. ადამიანები, რომლებიც მოვლენ, იქნებიან მუშა ფუტკრები. მეც ვეცდები, რომ მუშა ფუტკარი ვიყო და არა უბრალოდ სახე.


- ანუ 2016 წლის არჩევნებში უკვე მიიღებთ მონაწილეობას? და ვის აღიქვამთ თქვენს მთავარ კონკურენტად?

 

- დიახ. რაც შეეხებათ კონკურენტებს, ყველაფერი ნელ-ნელა გამოჩნდება.

 

- რა აზრის ხართ სამშვიდობო მისიებზე, რომლებშიც საქართველო აქტიურად არის ჩაბმული?


- მოდი, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ის მისიები, რომლებშიც ახლა ჩვენები მონაწილეობენ, რამდენადაც ვიცი, ამდაგვარი სტატუსით არ სარგებლობენ. ეს არ არის სამშვიდობო მისია. ავღანეთში, ეს არის უბრალოდ გარკვეული რეჟიმის განმტკიცება, გარკვეულ გარე სამხედრო ძალაზე დაყრდნობით. ფაქტობრივად, ჩვენ იქ ოკუპაციაში ვმონაწილეობთ და ასე აღგვიქვამს იქ ადგილობრივი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ვთვლით, რომ პოლიტიკურად მომგებიანია ამ მისიაში ყოფნა, ყოველ შემთხვევაში, უნდა ვეცადოთ, რომ არ ვიყოთ იქ მეორე სამხედრო ძალად წარმოდგენილი. ავღანეთი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ავღანეთი ჩვენ არ დაგვიპყრია და რატომ ვართ მის ოკუპაციაში ასე ჩართულები, არ ვიცი. პოლიტიკურ სარგებელს მე ვერ ვხედავ.


- როგორ შეაფასებთ პრემიერ-მინისტრის გაერო-ში ვიზიტს?


- შეფასებებს ვერ დავიწყებ, რადგან ჯერ არ მაქვს ის სტატუსი, როდესაც ეს მევალება. ჩემთვის რაღაც შეფასებებს ვაკეთებ და გარკვეულ დასკვნებამდეც მივდივარ.

 

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამუკა ხაზარაძე, ძმები გაჩეჩილაძეები და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პარტია ამ შემადგენლობით და რა შანსები აქვთ მათ პოლიტიკაში?


- მოქალაქეები ხომ არიან? მათ აქვთ პოლიტიკური გაერთიანების შექმნის უფლება. ჯერ ერთი, გაჩეჩილაძეებს ყოველთვის ჰქონდათ ამბიცია რომ პოლიტიკაში ყოფილიყვნენ. ხაზარაძე თუ დაემატებათ, ეს მათ უფრო გააძლიერებს.


- აქვე გკითხავთ, რას ფიქრობთ მამალაძე-კვიციანი-მოლაშვილის გაერთიანებაზე?


- მათაც იგივე უფლება აქვთ. უფლება აქვთ, იმ კონფიგურაციით და იმ სტატუსებით შექმნან ერთიანობა, რომელიც მათ სურთ და მოსწონთ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016