reportiori.ge - გურიასა და რაჭა-ლეჩხუმს განაჩენი სასამართლომაც გამოუტანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:27
სპორტი
გურიასა და რაჭა-ლეჩხუმს განაჩენი სასამართლომაც გამოუტანა
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 19:16



ადვოკატ გიორგი მელიქიშვილის განცხადებით, სასამართლომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონულ ფედერაციებს დელეგატები გაუუქმდა.  როგორც მელიქიშვილმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტებს აეკრძალათ, ერთპიროვნულად წარადგინონ დელეგატი.


"სასამართლომ აღმასკომის მიერ დამტკიცებულ დელეგატებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ამიტომ მათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტებს აეკრძალათ ერთპიროვნულად წარადგინონ დელეგატი. სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება არის შემდეგი: გურიასთან დაკავშირებით,  მხოლოდ და მხოლოდ გამგეობაა უფლებამოსილი წარადგინოს დელეგატი. რაც შეეხება რაჭას, აქაც აღმასკომია უფლებამოსილი წარადგინოს დელეგატი. აღმასკომი შედგება 7 წევრისგან, 4 წევრი აცხადებდა, რომ ასეთი სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა. ანუ ქვორუმის არარსებობის გამო ლეგიტიმაცია არ გააჩნდა. სასამართლომ, ცხადია, გაიზიარა ჩვენი არგუმენტირებული დასაბუთება", - განაცხადა ადვოკატმა.


გიორგი მელიქიშვილის თქმით, ხვალ ტრიბუნალის სხდომაც ტარდება, სადაც ის დაიბარეს.


ხვალისთვის რაღაც გაურკვეველ ტრიბუნალის სხდომაზე დამიბარეს. დამიკავშირდა დავით მაისურაძე და მითხრა, რომ სხდომას ატარებს. ჩემთვის გაუგებარია, თუ რა სხდომაზეა საუბარი. მივალ აუცილებლად ერთადერთი მიზნისთვის, რათა მათ ვუთხრა, რომ ეს საკითხი უკვე განხილული და გადაწყვეტილია. ბუნებრივია, სხვა პროცედურებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ", - აღნიშნა ადვოკატმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონული ფედერაციების დელეგატები უკვე გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ისინი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. 






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016