reportiori.ge - ემა უოტსონი ქართველ მორაგბეზე ქორწინდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:09
ყვითელი
ემა უოტსონი ქართველ მორაგბეზე ქორწინდება!
ავტორი:
30 სექტემბერი, 2015. 20:55


ბრიტანელი მსახიობი და მოდელი ემა უოტსონი, რომელმაც სახელი ჰერმიონ გრეინჯერის როლის შესრულებით "ჰარი პოტერის" ფილმების სერიებიდან გაითქვა, ცოლად წარმოშობით ქართველს - მეთიუ ჯანის მიყვება.


მეთიუ ჯანი წარმოშობით ქართველი სპორტსმენია, რომელიც ოქსფორდის რაგბის კლუბის წევრი გახლავთ. მეთიუ 1992 წლის 23 ივლისს ინგლისში დაიბადა, რაგბის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო - მას შემდეგ, რაც რიჩმონდის საფეხბურთო კლუბში (RFC) ჩაირიცხა.


მეთიუ ჯანის ოჯახის ისტორია 1921 წელს დაიწყო, როდესაც სპორტსმენის ოჯახი ინგლისში გადაასახლეს: ბავშვობაში ბებია მეუბნებოდა, რომ ჩვენი ოჯახი წარმოშობით აღმოსავლეთ ევროპიდან იყო. ის ამ თემაზე ბევრს არასოდეს ლაპარაკობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ჩემი წარმოშობის შესახებ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა და თავად დავიწყე გარკვევა თუ ვინ ვიყავი. მინდოდა, ჩემი წინაპრების შესახებ უფრო ბევრი გამეგო. მე და ჩემმა ბიძამ ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ გავარკვიეთ, რომ ჩემი დიდი ბაბუა თბილისიდან იყო და მისი გვარი იყო ჯანაშვილი.

 

ერთხელ რუსეთის ნაკრებს ვეთამაშეთ, მიუხედავდ იმისა, რომ ოქსფორდმა წააგო, მაინც გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს, მაშინ ჩემი გუნდის მწვრთნელმა თავის რუს კოლეგას უთხრა, რომ მე რუსული ფესვები მქონდა - ამით რუსები დაინტერესდნენ და ჩემი წარსული გამოიკვლიეს, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ მე წარმოშობით არა რუსი, არამედ ქართველი ვარ. მას შემდეგ ჩემს ოცნებად იქცა საქართველოს სახელით რაგბის თამაში" - განაცხადა მეთიუ ჯანმა.


მეთიუ საქართველოს რაგბის კავშირს დაუკავშირდა და გამოთქვა სურვილი, ჩამოსულიყო საქართველოში და აქ ეთამაშა, მაგრამ პირველ ჯერზე, საჭირო საბუთების არქონის გამო, ეს ვერ მოხერხდა. საქართველოს რაგბის ფედერაციამ თხოვნით მსოფლიო რაგბის ფედერაციას მიმართა, რის შემდეგაც მეთიუს ადვოკატმა ყველა საჭირო დოკუმენტის შეგროვება შეძლო და მას ქართველების გვერდით თამაშის უფლება მიენიჭა. მეთიუმ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ოცნებაც აიხდინა.


რაც შეეხება მისი და ემა უოტსონის რომანს, წყვილი ერთმანეთს უკვე ერთ წელზე მეტია ხვდება. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ გავრცელდა ჭორი, რომ ემას რთული და დატვირთული გრაფიკის გამო, მეთიუსთან პრობლემები ჰქონდა - მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთი წლის შემდეგ წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა და ძალიან მალე, ბრიტანელი ვარსკვლავი ქართველი მორაგბის მეუღლე გახდება.

 

 

 

 

 

წყარო: okmagazine.ge





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016