ხარაგაულში ახლადაშენებული ამბულატორიის გვერდით მრავალპროფილიანი, 15 საწოლიანი სტაციონარის მშენებლობა იწყება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით მშენებლობის ნებართვის მოპოვებაზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„როგორც ჩემთან საუბარში ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა დავით ბიბილაშვილმა აღნიშნა, უკვე გამოვლენილია კომპანია „მშენებელი-2004", რომელიც ხარაგაულში ორსართულიანი საავადმყოფოს მშენებლობას დაიწყებს. როცა ხარაგაულში, აპრილის თვეში ემერჯენს ამბულატორია გავხსენით, ჯანდაცვის მინისტრი დაგვპირდა, რომ 2016 წლის დასასრულამდე ხარაგაულში ახალი უფრო მძლავრი სამედიცინო დაწესებულება, სტაციონარი აშენდებოდა. როგორც ვხედავთ დანაპირები სრულდება" - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
საავადმყოფოს მშენებლობა ემერჯენს ამბულატორიის გვერდით იგეგმება.
პროექტს ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს. ჯამში სამუშაოებზე მილიონ ექვსასი ათასი ლარი დაიხარჯება.