მსოფლიო
ანდერს ბრეივიკი შიმშილობას იწყებს...
01 ოქტომბერი, 2015. 01:40
ანდერს ბრეივიკის მუქარა - ნორვეგიელი ტერორისტი აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად, შიმშილობას დაიწყებს. ბრეივიკი ციხის პირობებითაა უკმაყოფილო. ტერორისტმა წერილი ნორვეგიულ და შვედურ მედიასაშუალებებს მისწერა.
ის წერს, რომ 2 სექტემბრის შემდეგ ერთადგილიან საკანში იმყოფება, რომელსაც დღის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათით ტოვებს. ბრეივიკი წერს, რომ ციხის მკაცრი პირობების გამო, ის იძულებული გახდა ოსლოს უნივერსიტეტში სწავლაზე უარი ეთქვა.
ბრეივიკი ამბობს, რომ თუ პირობები არ გადაიხედება, ის იშიმშილებს, ვიდრე არ მოკვდება. ჟურნალისტები იმ ციხის დირექტორს დაუკავშირდნენ, სადაც ბრევიკი იმყოფება. დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ციხეში ამ დროისთვის არც ერთი პატიმარი არ შიმშილობს.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40