reportiori.ge - ჯონ კერი და სერგეი ლავროვი სირიაში სამხედრო კოორდინირების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 12:07
მსოფლიო
ჯონ კერი და სერგეი ლავროვი სირიაში სამხედრო კოორდინირების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 10:29


გამოცემა დოიჩე ველე"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს სირიაში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ შეხვდნენ და სამხედრო კოორდინირების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.



ამერიკელი და რუსი ექსპერტები ავიადარტყმების კოორდინირების საკითხზე სასაუბროდ ერთამანეთს, სავარაუდოდ, 1 ოქტომბერს შეხვდებიან.



აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრაზე სერგეი ლავროვთან ერთად გარკვეული წინადადებები შეიმუშავა, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ და პოლიტიკური პროცესის დაჩქარებისკენაა მიმართული.



ლავროვიც და კერიც აღნიშნულ წინადადებებს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს გააცნობენ. ორივე მხარე ასევე თანხმდება, რომ სირიაში ესკალაციის აცილება აუცილებელია. ჯონ კერის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან დიალოგს აუცილებლად გააგრძელებს.



აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია იმ დახმარებით, რომელსაც მოსკოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უწევს.



რუსულმა თვითმფრინავებმა სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშების მიტანა გუშინ დაიწყეს. დასავლეთში ეჭვობენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს" ნაცვლად, რუსული ავიაცია ასადის ოპონენტების პოზიციებს ბომბავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016