reportiori.ge - გოჩა ბახია : იბადება გონივრული ეჭვი, ეს ყველაფერი იქით ხომ არ არის მიმართული, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს ვინმემ?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:01
პოლიტიკა
გოჩა ბახია : იბადება გონივრული ეჭვი, ეს ყველაფერი იქით ხომ არ არის მიმართული, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს ვინმემ?!
06 ნოემბერი, 2013. 16:28

„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გოჩა ბახიამ და ადა მარშანიამ, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრეს.  ბახია მსგავსი სახის ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აღნიშნავს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში თანამოაზრეებთან ერთად, ფართომასშტაბიანი და პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს.


„კატეგორიულად არ ვეთანხმები კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების იმ მუხლს,რომელიც  აფხაზეთის პირველი პირის დანიშვნის წესს ეხება. ცვლილებების თანახმად, აფხაზეთის საბჭოს შეუძლია უმაღლესი პირი საქართველოს პრეზიდენტთან შეუთანხმებლად დანიშნოს. არავინ უჭერს მხარს ამ კანონის განხილვას. 2 კვირაში უნდათ რომ შეათანხმონ ეს ამბავი ფართო საზოგადოებასთან. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საზოგადოება უარყოფითად აფასებს  ამ კანონპროექტს. თუ მიიღეს ეს კანონი, იგეგმება მასიური აქციები აფხაზეთის მთავრობის წინააღმდეგ. იგეგმება აქციები უზენაესი საბჭოსა და  მთავრობის სახლის წინ. დაიწყება მასიური შიმშილობა. ჩვენ ამას კატეგორიულად ვემიჯნებით. იბადება გონივრული ეჭვი, ეს ყველაფერი იქით ხომ არ არის მიმართული, რომ მართლაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს ვინმემ " - აცხადებს გოჩა ბახია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016