reportiori.ge - ორი ყველაზე გახმაურებული ხანძარი თბილისში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 05:19
სხვადასხვა
ორი ყველაზე გახმაურებული ხანძარი თბილისში
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 13:22


თბილისში ყველაზე გახმაურებული ორი ხანძარი ოპერის თეატრს უკავშირდება.


1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის მშენებლობას, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისთვის დასრულდა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ, მაშინდელ ერევანსკის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი). სამწუხაროდ, იტალიური რენესანსის სტილში აგებული მონუმენტური შენობა 1874 წლის 11 ოქტომბერს ხანძარმა გაანადგურა. პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი დეკორაცია, კოსტიუმი თუ რეკვიზიტი, ვერ მოხერხდა მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენაც. შენობა იმდენად დაზიანდა, რომ გადაწყდა ახლის აშენება (აღადგინეს მხოლოდ ზედა ნაწილი, სადაც ქარვასლა მდებარეობდა).


თბილისის ოპერის შენობა აღწერილი აქვს დიდ ფრანგ მწერალს ალექსანდრე დიუმას.


1896 წლის 3 ნოემბერს კი, გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი - ე. წ. „სახაზინო თეატრის" მშენებლობა (დღევანდელი ოპერის თეატრის შენობა), მაგრამ ახალ შენობასაც 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი. ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა. რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება.




 

წყარო: 112-ის სამსახური


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016