reportiori.ge - „ყველა ადამიანი ნაძირალა არ არის“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 05:15
სხვადასხვა
„ყველა ადამიანი ნაძირალა არ არის“
ავტორი:
01 ოქტომბერი, 2015. 16:09


„ყველა ადამიანი ნაძირალა არ არის" - უთხრა ნაცისტებს ადამიანმა, რომელიც გაზის კამერაში ბავშვებთან ერთად შევიდა.


იანუშ კორჩაკი - პოლონელი პედაგოგი, მწერალი და ექიმი. მან სამჯერ თქვა უარი სიცოცხლის გადარჩენაზე. პირველად, როდესაც პოლონეთის ოკუპაციის წინ ემიგრაციაში წასვლაზე და „ობლების სახლის" მიტოვებაზე უარი განაცხადა. მეორედ - როდესაც ვარშავის გეტოდან გაქცევაზე ვერ დაითანხმეს. მესამედ - როდესაც „ობლების სახლის" ყველა მაცხოვრებელი მატარებლის ვაგონში შეყარეს საკონცენტრაციო ბანაკში გადასაყვანად, კორჩაკთან მივიდა CC-ის ოფიცერი და ჰკითხა - „მეფე მატეუში" თქვენი დაწერილია? ბავშვობაში წაკითხული მაქვს. კარგი წიგნია. თავისუფალი ბრძანდებით.


- ბავშვები?


- ბავშვები წავლენ, თუცა თქვენ შეგიძლიათ მატარებლიდან ჩამოხვიდეთ.


- ცდებით. არ შემიძლია. ყველა ადამიანი ნაძირალა არ არის.


რამდენიმე დღის შემდეგ კორჩაკი თავის ბავშვებთან ერთად ტრებლინკის ბანაკის გაზის კამერაში შევიდა. სიკვდილის გზაზე მიმავალს ორი მცირეწლოვანი ხელში ჰყავდა აყვანილი და ზღაპარს უყვებოდა. პრინციპში კორჩაკზე მეტის ცოდნა საჭიროც არ არის. საკმარისია გაეცნოთ მის ათ მცნებას როგორ აღვზარდოთ ბავშვი:


1. ნუ ელოდები, რომ შენი ბავშვი იყოს ისეთი, როგორიც თავად ხარ, ან როგორიც გინდა რომ იყოს. დაეხმარე იპოვოს საკუთარი თავი.


2. ნურასოდეს მოსთხოვ იმის სამაგიეროს, რაც გაუკეთე. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ უნდა გადაგიხადოს სამაგიერო? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს, შემდეგი სხვას და სწორედ ეს არის მადლიერების შეუქცევადი კანონი.


3. შენს წყენას ბავშვზე ნუ გადაიტან, რათა სიბერეში მწარე პურის ჭამა არ მოგიწიოს, რადგან რასაც დასთეს იმას მოიმკი.


4. მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხედავ. დარწმუნებული იყავი - მისთვის ეს უფრო მძიმეა, ვიდრე შენთვის, რადგან მას გამოცდილება არ აქვს.


5. არ დაამცირო!


6. არ დაივიწყრო, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვებთან შეხვედრაა - არასოდეს ვიცით, ვის ვხვდებით ამ ბავშვის სახით.


7. თავს ნუ დაიტანჯავ როცა რაიმეს გაკეთება არ შეგიძლია ბავშვისთვის, უბრალოდ, გახსოვდეს, რომ მისთვის ყველაფერი არ გაგიკეთებია, თუ ყველა შესაძლებელი არ სცადე.


8. ბავშვი ტირანი არ არის, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ეპატრონება, ის ძვირფასი თასია, რომელიც ცხოვრებამ შესანახად და განვითარებისთვის მოგაბარა.


9. უნდა შეგეძლოს სხვისი ბავშვის სიყვარული. არასდროს გაუკეთო უცხოს ის, რასაც არ ისურვებდი, რომ შენი შვილისთვის გაეკეთებინათ.


10. გიყვარდეს შვილი ყველანაირი - უნიჭო, უიღბლო, პატარაც და დიდიც. მასთან ურთიერთობა გიხაროდეს, რადგან ბავშვი დღესასწაულია, რომელიც ჯერჯერობით შენთანაა.





თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016