reportiori.ge - ხუთწლიანი კომაში ყოფნის შემდეგ ჯაბა ბოჯგუას მგრძნობელობა უბრუნდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 20:51
საზოგადოება
ხუთწლიანი კომაში ყოფნის შემდეგ ჯაბა ბოჯგუას მგრძნობელობა უბრუნდება
ავტორი:
24 ივლისი, 2013. 14:56

ხუთი  წელი გავიდა მას მერე, რაც მომღერალი ჯაბა ბოჯგუა კომაშია და წევს. მას თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს. პაციენტი საკვებს სპეციალური ზონდიდან იღებს. ექიმების პროგნოზით, მას აქამდე არ უნდა ეცოცხლა. ჯაბას დედა, მანანა გვასალია ამბობს, რომ მის შვილის მდგომარეობა არა თუ გაუარესდა, ბოლო პერიოდია, ავადმყოფმა მეტი სასიცოცხლო ნიშანი შეიძინა.

„ბოლო ერთი კვირაა, ჯაბას მგრძნობელობა 100%-ით მოემატა. რომ ველაპარაკები, ამბებს ვუყვები, მისმენს, თვალს მიჩერებს. თითქოს რაღაცის თქმაც უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს. ბებია საკვებს რომ აძლევს, პირს უცებ უღებს, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ადრე ნემსის გაკეთებისას სამი კაცი თუ ძლივს ვაკავებდით, ახლა ეს აღარ გვჭირდება. მის სიმღერას ვურთავ ხოლმე და რომ ისმენს, ფერი ეცვლება",-აცხადებს ambebi.ge-სთან ინტერვიუში ჯაბას დედა.

მისი თქმით, რაკი ამდენი ხანია, ამ ურთულეს ყოფასა და მდგომარეობას გაუძლო, რეალური შანსი გაჩნდა იმის, რომ სრულიად გამოჯანმრთელდეს.

„ექიმის რჩევით, ხანდახან წამოვაჯენ ხოლმე, ამისთვის კი საჭიროა სპეციალური ორთოპედიული საწოლი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და შეძენა არ შეგვიძლია.  მინდა, ჯანმრთელობის სამინისტროს, ან რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაციას თხოვნით მივმართო, იქნებ აღნიშნული საწოლი შეგვიძინონ. ან იქნებ ვინმე გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდეს და დაგვეხმაროს. ჩემი შვილი შეიძლება ითქვას, რომ ძვირადღირებული ავადმყოფია. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. თუკი რამ გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ და ამით მოვიყვანეთ ჯაბა აქამდე. ქირის ნაწილს მერია გვიხდის, თანხის ნაწილს კი ბებიის პენსიით ვფარავთ. მე ვიმუშავებდი, მაგრამ ისეთი პაციენტია, მისი მიტოვება შეუძლებელია, მუდმივ ყურადღებას საჭიროებს",- აცხადებს ის. ჯაბას დედას იმ სიზმრის სჯერა, რომელიც ჯაბას მეგობარმა ნახა.

„როდესაც ჯაბა თავიდან რეანიმაციაში მოხვდა, მისმა მეგობარმა მამა სოგრატი მოუყვანა. მამაო 40 წუთის განმავლობაში რეანიმაციაში მასთან იყო, რომ გამოვიდა, გვითხრა: ჯაბა ჩვენსკენ არისო. იმ საღამოსვე იმ მეგობარს, რომელმაც მამა სოგრატი მოუყვანა, დაესიზმრა: სახლში ვიყავი, ჯაბა საწოლზე იწვა, მე მის ფეხებთან ვიჯექი და ჯაბამ უცებ რიცხვი 7 წამოიძახაო. რაკი იმის მერე ყველაფერი ისე წავიდა, რომ ის ცოცხალია, რატომღაც მგონია, რომ 7 წლის თავზე, ის კომიდან უნდა გამოვიდეს",-ამბობს ქალბატონი მანანა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016