reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: გია ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ „მოქალაქეთა კავშირს“ გზა გაეხსნა ძალაუფლებისკენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:08
პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია: გია ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ „მოქალაქეთა კავშირს“ გზა გაეხსნა ძალაუფლებისკენ
06 ნოემბერი, 2013. 18:46

„ქართული დასის" ლიდერი, ჯონდი ბაღათურია „რეპორტიორთან" საუბარში, „ედპ"-ს ყოფილი ლიდერის, გია ჭანტურიას მკვლელობას იხსენებს. ბაღათურია აღნიშნავს, რომ ამ საქმის ხელახალი და ობიექტური გამოძიება, სახელმწიფოს ღირსების საკითხია. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ბევრი მოწინააღმდეგისა, ეს ქვეყნის ისტორიის ნაწილია და ისტორიაში კი შავი ლაქების დატოვება, მას მიუღებლად მიაჩნია. „ქართული დასის" ლიდერი,  ახალი ხელისუფლებისგან აღნიშნული საქმის ხელახალ გამოძიებას ელის.


„გია ჭანტურიას მკვლელობა იყო წმინდა სახის პოლიტიკური მკვლელობა. გიას მკვლელობა იმ ძალის მიერ არის შეკვეთილი, რომელსაც პოლიტიკურ წინსვლასა და გავლენაში გიას ავტორიტეტი და „ედპ" ხელს უშლიდა. ეს იყო „მოქალაქეთა კავშირი"! მე არ მინდა დავადო ხელი პარტიას, ფაქტია, რომ გიას მკვლელობის შემდეგ გაეხსნა გზა „მოქალაქეთა კავშირს" ძალაუფლებისკენ. ეს ფაქტია და ისიც ფაქტია, რომ „ედპ"-ს გავლენა დღითი დღე იზრდებოდა, მკვლელობის მომენტში გიას პოლიტიკური გავლენა იყო პიკზე მიღწეული და მიუხედავად ამისა, კიდევ იზრდებოდა. გია უკვე დამჯდარ-დადუღებულ პოლიტიკოსად იყო ჩამოყალიბებული და თუ ამას განათლებასა და უშიშრობას დავამატებთ, მოგეხსენებათ ის არაფრის წინ უკან არ იხევდა. რა თქმა უნდა, გია ჭანტურია იმ ძალისთვის, რომელიც ძალაუფლებას კარგავდა, საშიში პიროვნება გახლდათ. ერთი ხელის მოსმით მთელს პარტიას ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ გია ჭანტურიას ფაქტორი და მისი მზარდი რეიტინგი და არამხოლოდ რეიტინგი, მზარდი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, ხელს უღობავდა ახალი ძალის წამოსვლას. გიას მოშურნე ბევრი ჰყავდა, შური ძალიან ძლიერი მოტივია იმისთვის რომ დაგიპირისპირდნენ და ინტრიგა მოქსოვონ, მაგრამ გიას განადგურება (მკვლელობა), იმას შეეძლო და სჭირდებოდა, ვისაც მან ხელი შეუშალა.  ეს ხომ მყარი ლოგიკაა. გიას განადგურებამ მოქალაქეთა კავშირს გზა გაუხსნა ხელისუფლებისკენ."  - აცხადებს ჯონდი ბაღათურია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016