reportiori.ge - ლევან ჭითანავა: თანამშრომლობისას ქართულ პრესსამსახურს ჰგონია, რომ ის შენს საქმეს აკეთებს და არა - თავის ვალდებულებას ასრულებს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:51
მედია
ლევან ჭითანავა: თანამშრომლობისას ქართულ პრესსამსახურს ჰგონია, რომ ის შენს საქმეს აკეთებს და არა - თავის ვალდებულებას ასრულებს...
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2015. 16:21


ჟურნალ „Business Time Georgia"-ს მთავარი რედაქტორი ლევან ჭითანავა საჯარო უწყებების პრესსამსახურებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავზობთ:

 

„ერთი თვეა, რაც ლამის 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ვმუშაობთ და ვამზადებთ ორ სპეციალურ ნომერს - ერთს - ჩინეთის პალატის, ხოლო მეორეს თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით. ჩინეთის პალატასთან როდესაც ვთანხმდებოდით ჟურნალის სპეციალურ გამოშვებაზე, ჩვენი წინაპირობა იყო, რომ საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ რამდენიმე სტატიაც დაბეჭდილიყო. ჩვენს პოზიციას გაგებით მოეკიდნენ და დაგვთანხმდნენ. შესაბამისად, შევუდექით აღნიშნული ნომრის მომზადებას. ჟურნალის სპეციალური ნომრის 80%-ში ჩინეთის სავაჭრო პალატის მიერ მოწოდებული სტატიები არის წარმოდგენილი. ყოველ კითხვაზე ან საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის გამოგვიყვეს ერთი პირი, რომელიც მუდმივად online-რეჟიმში კონტაქტობდა ჩვენთან. ყოველ ხარვეზზე თუ დაგვიანებაზე ბოდიშს გვიხდიდა და ხარისხიანად ასრულებდა თავის საქმეს. ამას რატომ ვწერ?! - ერთი თვის განმავლობაში ჩვენი სამინისტროების პრესსამსახურებს ლამის ვეხვეწებოდით, მოეწოდებინათ საჭირო ინფორმაცია იმისათვის, რომ ამ ნომერში საქართველოს საინვესტიციო, ტურისტული თუ ენერგეტიკული პოტენციალი ყოფილიყო წარმოდგენილი, ვინაიდან აღნიშნული ნომერი 15-16 ოქტომბერს დაგეგმილ ფორუმზე ჩინელ ბიზნესმენებს გადაეცემათ. მიუხედავად ჩვენი ახსნა-განმარტებისა, პრესსამსახურის წარმომადგენლებს თითქმის ყველას ერთი პასუხი ჰქონდათ: „არ გვცალია, მინისტრს არ სცალია, ვერ ვადასტურებ დაწერილს, იქნებ ჩვენს გარეშე გაუშვათ?!"... რამდენიმემ პასუხები დიდი ხვეწნის შემდეგ მაინც გამოგვიგზანეს. თუმცა, რომ ნახოთ, რა პასუხებია, ალბათ, იფიქრებდით - არათუ პოტენციურ ინვესტორს, არამედ არსებულს გაუჩნდებოდა კითხვა - „ნეტავ რატომ დავაბანდე ამ სექტორში კაპიტალი ან საერთოდ რა მინდოდა საქართველოში?"... ზუსტად ვიცი ერთი რამ, სანამ ამ ქვეყანაში ყველა - ყველა საკუთარ საქმეს ეფექტურად/ეფექტიანად და არა - „მოშორების პოლიტიკით" შეასრულებს, არაფერი გვეშველება. ქართულად „პრესსამსახური" აშკარად სხვაგვარად აღიქმება საქართველოში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე ვერ ვგრძნობთ.... სამწუხაროა, რომ თანამშრომლობისას ქართულ პრესსამსახურს ჰგონია, რომ ის შენს საქმეს აკეთებს და არა - თავის ვალდებულებას ასრულებს...", - წერს ჭითანავა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016