სპორტი
მილტონ ჰეიგი: ბედნიერი ვარ, ჩემი გუნდის თამაშით!
03 ოქტომბერი, 2015. 01:46
მსოფლიო თასის მესამე ტურის შეხვედრა საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართა.
მატჩის შემდგომ კომენტარი „ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა გააკეთა.
"ბედნიერი ვარ ჩემი გუნდის თამაშით. 75 წუთამდე კარგად დავიცავით თავი, თუმცა შემდეგ თამაშში დაცვის ხაზი ცოტა უკვე აირია. სულ 80 წუთიანი მატჩია და ბოლომდე უნდა გვეთამაშა მეტი ინტენსივობით", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე დაასახელეს.
ბორჯღალოსნებმა თამაშის განმავლობაში ერთი ლელოს დადება შეძლეს, რომელიც ბექა წიკლაურის ანგარიშზე ჩაიწერა.
ზელანდილებმა ბორჯღალოსნები საბოლოო ანგარიშით 43-10 დაამარცხეს.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19