reportiori.ge - უყურადღებოდ დატოვებული მცირეწლოვანი ბავშვი მე-8 სართულის ფანჯრის რაფაზე ცეკვავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 05:18
სხვადასხვა
უყურადღებოდ დატოვებული მცირეწლოვანი ბავშვი მე-8 სართულის ფანჯრის რაფაზე ცეკვავს
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 10:36



დედა სადილს აკეთებს, პატარა შვილი კი ამ დროს მაღალსართულიანი კურპუსის ფანჯრის რაფაზე დგას. რუსეთის ქალაქ მიასსას მცხოვრებმა ალექსანდრე ბოლეგოვმა შოკისმომგვრელი კადრები გადაიღო - როგორ ცეკვავს მცირეწლოვანი ბიჭუნა მე-8 სართულის ფანჯრის რაფაზე.


თვითმხილველი ამბობს, რომ ბავშვი თავისი ქცევებით მის ნერვებზე თამაშობდა. ის წინ ჰაერში ხან ერთ ფეხს გაიშვერდა, ხან მეორეს, ასევე აკეთებდა ჩაკუზვებს, რომელიც ნახტომისთვის მზადების შეგრძნებას ტოვებდა. მოქალაქემ, რომელიც მომხდარს შეესწრო, სასწრაფოდ პოლიციაში დარეკა. ალექსანდრე ბოლეგოვი ამბობს, რომ კორპუსი, სადაც ბავშვი ცხოვრობდა, მისგან მოშორებით იდგა, ამიტომ იქ გაქცევას ან ეზოში ხმაურის ატეხას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან, რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა ამას ბავშვის მხრიდან, რთული წარმოსადგენია. ხმაურს შესაძლოა, პროვოცირება მოეხდინა და ბავშვი მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადმოვარდნილიყო.


„ასეთი სიმაღლიდან გადმოვარდნილი ადამიანი რომ დაიჭირო, გჭირდება სპეციალური ბატუტი ან პლედი გაჭიმულ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ მისი გადმოვარდნისას მე მას ხელში დავიჭერდი, ეს იქნებოდა სასიკვდილო ჩემთვისაც და მისთვისაც. „საშინელი ატრაქციონი" 5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ამის შემდეგ, პატარა წყნარად შევიდა ფანჯრის რაფიდან სახლში, სულ მალე კი, ოჯახის წევრებმა ფანჯარა დახურეს", - აცხადებს თვითმხილველი ბოლეგოვი.


ადგილზე მისულ პოლიციას ალექსანდრე ბოლეგოვმა მის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები უჩვენა. სამართალდამცავებმა შენიშვნა და გაფრთხილება მისცეს ბავშვის დაუდევარ მშობლებს. როგორც მოგვიანებით ცნობილი გახდა, მცირეწლოვანის დედა სადილს ამზადებდა და ოთახის გასანიავებლად ფანჯარა გამოაღო. ბავშვი ამ დროს მაგიდასთან იჯდა და საჭმელს ჭამდა. დედას დაავიწყდა ღია ფანჯრის შესახებ და საქმეში გართული სამზარეულოდან გავიდა.


„როდესაც სამზარეულოში შევედი და ეს დავინახე, ადგილზე გავიყინე და ელდა მეცა. მომხდარის გამო კინაღამ ინფარქტი მივიღე. არ დამიწყია ყვირილი და ხმაური, ძალიან წყნარი ხმით დავუძახე მას, ჩემკენ წამოსულიყო, ამის შემდეგ ის ჩამოვიდა ფანჯრიდან. მე უბრალოდ ჩავიკეცე და 20 წუთი ბოლო ხმაზე მოვთქვამდი. ღმერთის შეწევნით, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ეს ჩემს სინდისზე დარჩება. მათ კი, ვინც წერენ - „დაე, დედა მოუკვდეს", ისინი ამ სიტყვებისთვის ღმერთმა განსაჯოს. ჩემი შვილი ახლა კარგადაა და მე მას გავუბრაზდი, რომ ასე აღარასდროს უნდა მოიქცეს", - აცხადებს პატარა ბავშვის დედა.








წყარო: plus.kvira.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016