reportiori.ge - 2 ოქტომბერი - გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 07:11
კულტურა
2 ოქტომბერი - გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა
ავტორი:
02 ოქტომბერი, 2015. 11:06



ქართველი რეჟისორი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში.


სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში.


1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში" დამდგმელ რეჟისორად.


1980 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ხოლო 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში.


1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს", რომელსაც წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წელს წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა.


გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები.


ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე (1982 წ.) აღებული აქვს გრან-პრი ფილმისათვის „აღდგომა".


მონტე-კარლოს კინოფესტივალზე (1991 წ.) - „ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის „ცოდვის შვილები".


იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი - 1991 წ.


პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის „ოქროს არწივის" ფესტივალზე - 1992 წ.


გრან-პრი ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი" ფილმისათვის „სამოთხის გვრიტები" - 1997 წ.


პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი" ფილმისათვის „ლუკას სახარება" - 1998 წ.


საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისათვის „ცოდვის შვილები" - 1991 წ.



თავისი უკანასკნელი ფილმი „სიყვარულის ცეცხლი" კინორეჟისორმა 2003 წელს გადაიღო. გოდერძი ჩოხელი 2007 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016