ზესტაფონის რეგიონული ფედერაციის წარმომადგენლის, მიხეილ ხუციშვილის ინფორმაციით, ყრილობისთვის რეგისტრაცია უკვე 18-მა დელეგატმა გაიარა. როგორც ხუციშვილმა „პირველი TV"-ს ეთერში განაცხადა, დაძაბულობა პიკს აღწევს, რადგან დელეგატები ერთ ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
„ჩვენთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ იწყება ყრილობა, დელეგატები ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი და გარეთ არ უშვებენ. მომხრე ვარ, რომ მედია შევიდეს იმ ოთახში, სადაც დელეგატები ჰყავთ და გაარკვიოს, რა ხდება. დაძაბულობა პიკზე არის, თავიდან ყველაფერი ნორმალურად დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა დელეგატები ჰყავთ ჩაკეტილები. ამ ეტაპზე, როგორ ჩემთვის ცნობილია, 18 დელეგატმა გაიარა რეგისტრაცია. იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ ფედერაციაში და რეზის მხარდამჭერებად მოიაზრებიან, რეგისტრაცია ჯერ არ გაუვლიათ", - განაცხადა მიხეილ ხუციშვილმა.