reportiori.ge - კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 74 მლნ ლარს გადააჭარბა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:01
რეგიონები
კახეთში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 74 მლნ ლარს გადააჭარბა
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 12:41

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 109 ათასი ტონა ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 74 მლნ ლარს გადააჭარბა.


2 ოქტომბერს  დღეღამურად გადამუშავდა 5 439 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურია. ყურძნის გადამუშავების პროცესი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 13 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.


ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 56 ათას ტონამდე, საფერავი - 40 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,6 ათასი ტონა  კახური მწვანე და 11,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.


კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 36,5 ათასი ტონა, თელავი - 24,7 ათასი ტონა, ყვარელი - 19,8 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,7 ათასი ტონა და საგარეჯო - 6,7 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია.


რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.


 

 

 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016