მიტრპოლიტი თადეოზი 69 წლის გახდებოდა. როგორც მიტროპოლიტის ოფიციალურ facebook-გვერდზე განცხადებაშია ნათქვამი, მეუფე თადეოზის ხსოვნის საღამოზე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილმის ჩვენება გაიმართება:
„12 ოქტომბერს მეუფე თადეოზის დაბადებიდან 69 წელი სრულდება... წელს პირველად ვხვდებით მის გარეშე ამ თარიღს... გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელის" (მ. ხარხელაური, გ. ფარეშიშვილი) და „მიტროპოლიტი თადეოზის სახელობის ფონდის" (მ. იორამაშვილი) ორგანიზებით, მეუფე თადეოზის ხსოვნის საღამოზე გაიმართება ფილმის ჩვენება სახელწოდებით - „და გათავდება ყველა ტკივილი" (ავტ. თამარ თაგვაძე) .
ფილმის ჩვენება 12 ოქტომბერს, 16.00 საათზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობა, იქ, სადაც მეუფემ სტუდენტობა გაატარა.
ასევე, გამოიფინება გამოუქვეყნებელი ხელნაწერები და პირადი წერილები... დასწრება თავისუფალია.
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სიყვარულის და უბრალოების მღვდელმთავარი. გელოდებით, 12 ოქტომბერს - მეუფე თადეოზის დაბადების დღეა..." - ნათქვამია განცხადებაში.