reportiori.ge - ქეთი მელქაძეს მოქანდაკის ნიჭი 50 წლის ასაკში აღმოაჩნდა (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:00
კულტურა
ქეთი მელქაძეს მოქანდაკის ნიჭი 50 წლის ასაკში აღმოაჩნდა (ფოტორეპორტაჟი)
03 ოქტომბერი, 2015. 17:23


 

2 ოქტომბერს არტ-სალონ „VETRO VARIO"-ში ახლაბედა მოქანდაკის ქეთი მელქაძის პირველი გამოფენა მოეწყო, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

 

 

 

მხატვარმა კახი ერაძემ საქართველოში პირველმა თავისი შემოქმედებისთვის მასალად  მეტალის ბადე გამოიყენა. ეს ძალიან საინტერესო მიგნებაა მის ნამუშევრებში. მისმა შემოქმედებამ ბიძგი მისცა კიდევ ერთ პიროვნებას-ქეთი მელქაძეს. ყველაზე უჩვეულო კი ის ფაქტია, რომ ამ ქალბატონმა საკუთარი ნიჭი 50 წლის ასაკში აღმოაჩინა. მანამდე არანაირი სპეციალური განათლება არ მიუღია, არანაირი ტიპის სასწავლებელში, არც რომელიმე მხატვარ ან მოქანდაკესთანაც კი. ის პროფესიით ფილოლოგია. როგორც თვითონ ამბობს, ხელოვნებასთან მხოლოდ დიდი ინტერესი და სიყვარული აკავშირებდა.



 


ქეთი მელქაძემ წარმატებით დაიწყო მუშაობა მეტალის ბადით. ხელოვნებაში თავისი დამახასიათებელი ხელწერით შემოვიდა. მისი ქანდაკებები სპეციფიკურია ინტერიერული გარემოსთვის.







-როდესაც ჩემს მეგობარ კახისთან,  მის ნამუშევრებში ვნახე, რა მასალასაც იყენებდა, მომეწონა და თავადაც ვცადე სამშენებლო რკინის ბადით რაღაცეების გაკეთება, მაინტერესებდა, რა გამომივიდოდა... ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ ეს საქმე გამეგრძელებინა, რომელიც ჩემს ჰობად ვაქციე.

 


 

 

-როგორც ვიცი, ამ მხრივ არანაირი გამოცდილება და განათლება არ მიგიღიათ...



-არანაირი... პროფესიით ფილოლოგი ვარ, ამ სფეროსთან შეხება ამ დრომდე არ მქონია. ხელოვნება სულ მაინტერესებდა და მიყვარდა, მაგრამ არაფრის კეთება არ მიცდია.... ნამუშევრების შექმნა დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე. ამ გამოფენაზე რაც გამოტანილი მაქვს, შვიდი თვის განმავლობაში მაქვს გაკეთებული.


-ნამუშევრების შექმნისთვის განსაკუთრებული განწყობაც მჭირდება...

 

 

 

 

-თქვენს ახალ შემოქმედებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?


-ჯერჯერობით, განსაზღვრულად რაღაცეები დაგეგმილი არ მაქვს. გამოფენისთვისაც კი არ ვიყავი მზად.. ეს ჩემი მეგობრის ინიციატივით უფრო მოხდა... მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალი ნამუშევრების შექმნას კვლავ გავაგრძელებ...


 


-გამოფენაზე, თქვენმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა... რამდენად კმაყოფილი ხართ დღევანდელი დღით?

 

-ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და ერთგვარ სტიმულს მაძლევს შემოქედებაში მეტის გაკეთების... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა ახლობელსა და მეგობარს, იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი შემოქმედებით დაინტერესდნენ და აქ მობრძანდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016