reportiori.ge - რატომ უთხრა ფეხბურთის ფედერაციამ ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილს აკრედიტაციაზე უარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:30
სპორტი
რატომ უთხრა ფეხბურთის ფედერაციამ ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილს აკრედიტაციაზე უარი
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 17:19



ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„მთელი საარჩევნო პერიოდი ბინძური იყო, მანამდე ჭაობი იყო, მაგრამ სიჭინავას წასვლის შემდეგ, სფფ-ს ფარდა აეხადა უარესად, რომ იქ არიან შეკრებილები და დარჩენილები, 90% მხოლოდ სკამზე მონადირე უღირსი და არაპროფესიონალი ადამიანები, პროფესიონალებს და ერთგულებს ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ მათ. არასდროს ვყოფილვარ ვინმეს ზურგს უკან ამოფარებული, ვამბობ, ვფიქრობ და ვაკეთებ ერთსა და იმავეს, პირდაპირ, რევერანსების გარეშე. ასეა მთელი ჩემი სპორტული ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება ვიღაცისთვის ხისტი ვიყო, ვიღაცას ნერვებს ვუშლიდე, ვიღაცისთვის მოსაწონი არ ვიყოთ მე და ჩემი სტატუსები და ჩემი დაწერილი მასალები, მაგრამ, ნურავინ მოითხოვთ ობიექტურობას ამ სიტუაციაში. მე მაწუხებს, მადარდებს ქართული ფეხბურთის ბედი და ვერ ვიქნები ნეიტრალური, მე ვარ მხარე, მხარე, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალს უჭერს მხარს და ეს მომავალი მე ვერ დავინახე 10 წლის განმავლობაში. მე ვუჭერ მხარს მომავალს, ახალ სისხლს, იმედს და თუ ვინმეს რამე გეწყინათ ამ პერიოდში, შეგიძლიათ, ცივი წყალი დალიოთ.

 

მე ცვლილებების მომხრე ვარ და ეს ცვლილებები ლევან კობიაშვილის სახელს უკავშირდება. ძალიან დიდ პატივს ვცემ მამუკას, მას ძალიან დიდი ცოდნა აქვს და ძალიან უყვარს ქართული ფეხბურთი და ეს ცოდნა აუცილებლად ყველას გამოადგება.

 

მთელი ამ პერიოდის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მომწერა, რომ ჩემი ფეისბუქ-სტატუსები აღიზიანებთ და აკრედიტაციას ვერ მომცემენ, ჩემს გარდა, სხვა ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს მისცეს არჩევნებზე დასწრების უფლება.

 

მე ამ პროცესს გარედან მივადევნებ თვალს და იმედი მაქვს, რომ დელეგატების დიდი ნაწილი იფიქრებს არა საკუთარ კეთილდღეობაზე, რასაც არველაძის მომხრეებიდან ვხედავთ, არამედ ქართულ ფეხბურთზე, მის ბედსა და მომავალზე.

 

ცვლილებების დღეა! მე ამის მჯერა!" - წერს კლდიაშვილი.

 

 

 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016