reportiori.ge - კახა კალაძე: მიუღებელია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები დღეს ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:43
სპორტი
კახა კალაძე: მიუღებელია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები დღეს ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტენ
ავტორი:
03 ოქტომბერი, 2015. 20:43


„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს არის მესამე პიროვნება დელეგატებიდან, რომლებიც მოიხმარდნენ ნარკოტიკებს", - ასე ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გეგა გობეჯიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნული განცხადება კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გააკეთა და აქვე დასძინა, რომ მისთვის მიუღებელია, რომ ქართული ფეხბურთის ბედს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები წყვეტენ.

 

„ძალიან ცუდია, რომ დღეს ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები დღეს ქართული ფეხბურთის ბედს წყვეტენ. დღეს როგორც მე შევიტყვე, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეს არის მესამე პიროვნება დელეგატებიდან, რომლებიც მოიხმარდნენ ნარკოტიკებს. სხვა პიროვნებებიც ყოფილან დაკავებული, რომლებიც დელეგატებად ჰყავდა წარმოდგენილი ერთ-ერთ კანდიდატს და იმის მერე, რაც მათ დაუმტკიცდათ ნარკოტიკების მოხმარება, ერთ-ერთმა კანდიდატმა გადაწყვიტა ამ ადაიანების ჩანაცვლება სხვა კანდიდატებით. ძალიან ცუდია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები", - განაცხადა კალაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016