საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალძე მიიჩნევს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენები ქართველი გულშემატკივარის შეურაცხყოფა იყო. ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ხელისუფლება აღნიშნულ მოვლენებში არ ჩარეულა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ვითარებით გარკვეულმა ჯგუფებმა უნდა ისარგებლონ.
"ვერცერთ ფაქტს ვერ წარმოადგენენ იმისას, რომ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ხელისუფლების მხრიდან იყო ჩარევა. ის, რომ ხელისუფლება დღეს არ ერევა საფეხბურთო არჩევნებში, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ზოგიერთმა თავხედმა ეს ბოროტად გამოიყენოს და ყველაფერზე წავიდნენ. ჩალით არ არის ეს ქვეყანა დახურული, ყველა ყველაფერს ხვდება. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი ყველაფერს ხვდება და ის, რაც ფეხბურთის ფედერაციაში ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში, ქართველი გულშემატკვივრის შეურაცხყოფაა", - განაცხადა კალაძემ.